ლუის ჰემილტონს რეკორდი მოუხსნეს

AutoSharing Option
ორი დღის წინ ტელეკომპანია BBC-ის ეთერში შედგა ლეგენდარული პროგრამის - Top Gear-ის მორიგი გამოშვების პრემიერა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო "რედ ბულის" პილოტმა დანიელ რიკარდომ.

Top Gear-ის ძველი ტრადიციის თანახმად, პროფესიონალ მრბოლელებს სთავაზობენ საკუთარი ოსტატობის ჩვენებას ტრასაზე ძველი Suzuki Liana-ს საჭესთან, რომელსაც უკვე 13 წელი შეუსრულდა.

და ავსტრალიელმა მთელი შვიდი მეათედი წამით გააუმჯობესა წინა რეკორდი, რომელიც ლუის ჰემილტონს ეკუთვნოდა. დანიელმა წრე წუთსა და 42.2 წამში გაიარა.

Top Gear-ში დაფიქსირებული დროის მიხედვით, მეორე ადგილზეა ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი მარკ უებერი (1 წუთი, 43.1
წამი), შემდეგ მოდიან სებასტიან ფეტელი (1 წუთი, 44.0 წამი) და რუბენს ბარიკელო (1 წუთი, 44.3 წამი).

სხვათა შორის, ეს არ არის რიკარდოსთვის Top Gear-ში გამოსვლის პირველი გამოცდილება და პირველი რეკორდი, რომელიც მან ამ პროგრამის რანგში დაამყარა: გასულ წელს, სიდნეიში მას სადემონსტრაციო რბოლა ჰქონდა Red Bull RB7-ით და გააუმჯობესა მარკ უებერის შედეგი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული