მიხაელ შუმახერი ეჭვმიტანილია

AutoSharing Option
ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი გადასახადებისათვის თავის არიდებაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ ევროპული პრესა ფრანგულ ტელეარხ Canal Plus-ზე დაყრდნობით წერს.

როგორც ირკვევა, ლეგენდარულ პილოტს საიდუმლო ანგარიში ბრიტანულ ბანკ HSBC Private Bank-ში ჰქონია, რომელსაც ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოები ბრალს 2005-07 წლებში 180 მლრდ ევროზე მეტი ოდენობის თანხის გათეთრებაში სდებენ. ვარაუდობენ, რომ ბანკი თავის კლიენტებს პანამასა და ვირჯინის კუნძულებზე, ოფშორული კომპანიებიდან მიღებული შემოსავლების დამალვაში ეხმარებოდა.

შუმახერის გარდა, ამ ბანკის კლიენტთა შორის ფორმულა 1-ის კიდევ ორი ცნობილი პილოტი - ფერნანდო ალონსო და ჰეიკი
კოვალაინენიც
არიან.

შეგახსენებთ, რომ მიხაელ შუმახერი თავის მძიმე ტრავმის შემდეგ მკურნალობის ხანგრძლივ კურსს გადის. გერმანელი პილოტი 2013 წლის დეკემბერში, თხილამურებით სრიალისას დაშავდა და ხუთ თვეზე მეტხანს კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ისევ არაპროფესიონალიზმი რა....
ეს ინფორმაცია შეგეძლოთ გადაგემოწმებინათ, რადგან ალონსო უკვე ამზადებს სარჩელს ღირსების, სახელის და რეპუტაციის შელახვის გამო იმ გამოცემების მიმართ, რომელთაც მსგავსი ბრალდების შემცველი სტატიები გამოაქვეყნეს.
სტატიაში რომ ამბობთ, რომ "როგორც ირკვევა ლეგენდარულ პილოტს საიდუმლო ანგარიში ჰქონდა ეიჩესბისი ბანკში"-ოოო... რომ წერთ ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ გაარკვიეთ ამ გამოცემებიდან გამომდინარე, რომ ის გადასახადებს მალავდა, ანუ თქვენც ბრალმდებლები გამოდიხართ. უნდა დაგეწერათ "როგორც ეს გამოცემები იუწყებიან, ესა და ეს ხალხი თურმე გადასახადებს მალავდაოოო"..... ანუ "ესენი აცხადებენ რომ ისინი გადასახადებს მალავდაოოოო"..... :)))))))))
გულშემატკივარი
17:58 10-02-2015
0
თავჯდომარე აქ არ ყოფილა??სად დაიკარგე ეს ოხერ ტიალი ხოლმე ხა??
ალონსო
21:07 10-02-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული