ფორმულა 1: ბერნის იდეა - მეორე დივიზიონი

AutoSharing Option
სამეფო რბოლების ხელმძღვანელმა ბერნი ექლსტოუნმა სათადარიგო გეგმა მოიფიქრა იმ შემთხვევისთვის, თუ ფორმულა 1-ის პელოტონში მანქანების რაოდენობა შემცირდება.

თუ 2015 წელს სტარტზე არ გავა რუსული საჯინიბო "მარუსია", მელბურნში სადებიუტო რბოლაში ტრასაზე მხოლოდ ცხრა გუნდს ვიხილავთ. ხოლო "ფორს ინდიას", "ზაუბერისა" და "ლოტუსის" ფინანსური პრობლემების გათვალისწინებით, უახლოეს მომავალში მონაწილეთა რიცხვი, შესაძლოა, 16-ზე ნაკლები აღმოჩნდეს.

ჟურნალ Autosport-ის ინფორმაციით, ბერნი ექლსტოუნი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ სარბოლო სერიაში მეორე დივიზიონის შექმნას გეგმავს. ამ სერიაში პილოტები ერთმანეთს "რედ ბულის" 2013 წლის შასით შეეჯიბრებიან, ძრავა კი რვაცილინდრიანი Mecachrome იქნება.

აღვნიშნავთ, რომ თავდაპირველად, ამ კონცეფციას Super GP2 ერქვა და ის გულისხმობდა დაბალი სერიების მანქანების გამოყენებას, ოღონდ უფრო მძლავრი ძრავებით, მაგრამ ახლა 84 წლის ბრიტანელი აპირებს, მოიზიდოს ინვესტორები "მეორე დივიზიონის" იდეის განსახორციელებლად. ბერნის თქმით, პროექტის დასაწყებად 15 მილიონი ევრო იქნება საკმარისი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული