ინციდენტის უცნაურობა იმაში მდგომარეობდა, რომ ის შედარებით დაბალ სიჩქარეზე მოხდა. გარდა ამისა, ახსნა არ აქვს იმას, თუ რატომ დაეჯახა მანქანა მარჯვენა შიდა ბარიერს და არა გარე მარცხენა ბარიერს, როგორც ამას ფიზიკის კანონები მოითხოვდა. ბოლიდში აშკარად რაღაც მოხდა, მაგრამ რა?
ავარიის შემდეგ ალონსოს მენეჯერმა ლუის გარსია აბადმა დაასახელა მეტად
რჩება ტექნიკური გაუმართაობა. სახელდება მარჯვენა დაკიდების დეფექტი, ასევე, საბურავში წნევის დაკარგვა, როგორც ეს წინა დღეს ჯენსონ ბატონის შემთხვევაში მოხდა... "მაკლარენში" ირწმუნებიან, რომ საეჭვო ვერაფერი იპოვეს.
წინა ფრთა განადგურებული იყო, მაგრამ უცნობია - ავარიამდე თუ ავარიის მომენტში. მარჯვენა უკანა საბურავის დაკიდება მოღუნული იყო, მაგრამ ეს შეიძლებოდა მომხდარიყო შეჯახების დროს. ვიღაც ამტკიცებს, რომ დაინახა მარცხენა დაკიდების დაზიანება, რომელზეც დარტყმა არ მოსულა.
მონაცემები უჩვენებს, რომ კედელზე დარტყმა ორი იყო. პირველი ძალიან ძლიერი აღმოჩნდა - თითქმის 30g, მეორე - 15g. იმუშავა სახიფათო გადატვირთვის მოწყობილობამ, რაც ყოველთვის ხდება, როცა დარტყმა უდრის 15g-ს.
დარტყმა მიიღო მანქანის იმ ნაწილმა, სადაც არ არის უსაფრთხოების სისტემა. ამიტომაც დარტყმა დაკიდებისა და შასის გავლით პილოტზე გადავიდა. ასეთი დარტყმა შეიძლებოდა გამხდარიყო მცირე ხნით გონების დაკარგვის მიზეზი. როცა ალონსო გონს მოვიდა, მან ვერ შეძლო მარტივ კითხვებზე პასუხის გაცემა. ამიტომაც გაუშვეს სასწრაფოდ ჰოსპიტალში გამოკვლევისთვის, საღამოს კი "მაკლარენის" სარბოლო დირექტორი ერიკ ბულიე ლაპარაკობდა ტვინის შერყევაზე.
გუშინ "მაკლარენის" პრესსამსახურმა მორიგი ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა ფერნანდო ალონსოს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით...
"მოხარულები ვართ, შეგატყობინოთ, რომ 22 თებერვალს მომხდარი ინციდენტის შემდეგ ფერნანდო ალონსოს აღდგენითი პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. ის ჰოსპიტალში იმყოფება, მუდმივი კავშირი აქვს ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და სამედიცინო პერსონალთან.
იმისთვის, რომ დაცული იყოს მისი პირადი ცხოვრება და სიმშვიდე, რაც საჭიროა აღდგენისთვის, ის დარჩება ჰოსპიტალში მომავალი დაკვირვებებისთვის.
გვინდა საშუალება მივცეთ მას, სწრაფად და სრულად აღიდგინოს კონდიციები. ამიტომაც დამატებით განვიხილავთ - რამდენად არის მიზანშეწონილი ალონსოს მონაწილეობა ტესტების მომდევნო სერიაში".
* * *
აქვე გთავაზობთ წინასასეზონო ტესტების მეორე სერიის გაერთიანებულ ცხრილს. გავლილი მანძილის მიხედვით, ლიდერი აღმოჩნდა მაქს ფერსტაპენი, გუნდებს შორის კი, ყველაზე მეტი წრე "რედ ბულმა" დაფარა.
ტესტების II სერია
1. გროსჟანი (Lotus) 1:24.067 (111 წრე)
2. როსბერგი (Mercedes) +0.254 (197)
3. მალდონადო (Lotus) +0.281 (173)
4. რიკარდო (Red Bull) +0.507 (202)
5. რაიკონენი (Ferrari) +0.517 (164)
6. მასა (Williams) +0.605 (143)
7. პერესი (Force India) +0.635 (155)
8. ფერსტაპენი (Toro Rosso) +0.672 (223)
9. ჰემილტონი (Mercedes) +0.856 (201)
10. კვიატი (Red Bull) +0.874 (216)
11. ნასრი (Sauber) +0.889 (152)
12. ბოტასი (Williams) +1.278 (178)
13. საინსი (Toro Rosso) +1.537 (188)
14. ალონსო (McLaren) +1.894 (79)
15. პალმერი (Lotus) +2.213 (77)
16. ფეტელი (Ferrari) +2.245 (181)
17. ერიქსონი (Sauber) +2.273 (166)
18. ჰიულკენბერგი (Force India) +2.524 (36)
19. ვერლიაინი (Force India) +3.266 (193)
20. ბატონი (McLaren) +4.115 (45)
21. ვოლფი (Williams) +4.839 (86)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"