როგორც იცით, ტესტებზე "რედ ბულის" ბოლიდი მეტად ორიგინალურად გამოიყურებოდა თავისი გარეგნული მხარის გამო (მანქანა კომუფლაჟით იყო დაფარული, რათა მოწინააღმდეგე გუნდებისთვის დაემალათ აეროდინამიკური ელემენტები), გუშინ კი ავსტრიულმა საჯინიბომ წარმოადგინა RB11-ის ოფიციალური ფერები.
სწორედ ასეთი იქნება "რედ ბული" 2015 წლის სეზონში.
ფერთა გამა არ შეცვლილა - ასეთი შეფერილობა ასოცირდება "რედ ბულის" მრავალრიცხოვან გამარჯვებებთან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"