ფორმულა 1: ოფიციალურად, ალონსო ავსტრალიას გამოტოვებს

AutoSharing Option
ბრიტანულმა საჯინიბო "მაკლარენმა" გაავრცელა განცხადება ფერნანდო ალონსოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ინფორმაცია ეფუძნება ბოლო სამედიცინო შემოწმებას, რომელიც გუშინ საღამოს ჩატარდა.

ექიმებმა აცნობეს ალონსოს, რომ არ გამოუვლენიათ რაიმე პრობლემის სიმპტომები, რომელსაც სამედიცინო ჩარევა სჭირდება. ასევე არ აღმოჩნდა ტრავმის ნიშნები. პილოტი სრულიად ჯანმრთელად გამოაცხადეს ნევროლოგიისა და კარდიოლოგიის სპეციალისტებმა.

მიუხედავად ამისა, ექიმებმა ურჩიეს ესპანელს - თავი შეიკავოს რისკისგან, რათა არ დაუშვან განმეორებითი ტვინის შერყევა. ეს ნორმალური პრაქტიკაა იმ სპორტსმენთა მკურნალობაში, რომლებმაც ტვინის შერყევა გადაიტანეს. კერძოდ, ექიმებმა ურჩიეს ალონსოს - უარი ეთქვა ავსტრალიის გრანპრიში მონაწილეობაზე.

ფერნანდომ გაითვალისწინა ეს რჩევა, ამიტომაც სეზონის პირველ ეტაპზე "მაკლარენის" საჭეს მიუსხდებიან ჯენსონ ბატონი და გუნდის სარეზერვო პილოტი კევინ მაგნუსენი.

იტყობინებიან, რომ ალონსოს მთავარი მიზანი იქნება მალაიზიის გრანპრისთვის მომზადება, რომელიც 27-29 მარტს არის დაგეგმილი. ექიმებს ამ ეტაპთან დაკავშირებით არანაირი უარყოფა არ აქვთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული