ფორმულა 1: ერთი გუნდით მეტი ავსტრალიაში

AutoSharing Option
გუშინ ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ყოფილი რუსული საჯინიბო "მარუსია", რომელიც ახლა "მანორის" სახელწოდებით გამოდის, მონაწილეობას მიიღებს სეზონის პირველ რბოლაში.

"უკანასკნელი ნახევარი წლის განმავლობაში ბოლომდე დარწმუნებულნი არ ვიყავით იმაში, რომ ამ მომენტს მივაღწევდით. მოხარული ვარ, გამოვაცხადო, რომ გუნდი მელბურნში იქნება. მადლობას ვუხდი საჯინიბოს ყველა წევრს დაძაბული მუშაობისთვის. და კიდევ გულშემატკივრებს, რომლებიც გუნდისთვის ამ რთულ პერიოდში ჩვენ გვერდით იყვნენ", - განაცხადა "მანორის" სპორტულმა დირექტორმა გრემ ლოუდონმა.

საჯინიბო სეზონს მანქანის საშუალედო ვერსიით დაიწყებს, რომელიც 2015 წლის წესებზე იქნება მორგებული. ახალ ავტომობილს "მანორი" მოგვიანებით წარადგენს.

ასევე, გუნდში დაადასტურეს, რომ მთავარ ინვესტორად გამოვიდა სტივენ ფიტცპატრიკი, ხოლო დროებით ხელმძღვანელად ჯასტინ კინგი დაინიშნა. ერთ-ერთი მანქანის საჭესთან უილ სტივენსი დაჯდება, მეორე პილოტის ვინაობა კი ჯერჯერობით უცნობია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული