ფორმულა 1: "მერსედესის" ახალი პეისკარი

AutoSharing Option
2015 წელს, ფორმულა 1-ის რბოლების დროს უსაფრთხოების ახალ მანქანას გამოიყენებენ. ეს იქნება Mercedes-AMG GT S, რომელიც აღჭურვილია 510 ცხენის ძალის 4-ლიტრიანი V8 ძრავით.

უსაფრთხოების ახალ მანქანას შეუძლია საათში 100 კილომეტრი სიჩქარე 3.8 წამში განავითაროს. სერიული მოდელისგან მას განასხვავებს სახურავზე მანათობელი სიგნალიზაცია და უკანა ანტიფრთა.

ავტომობილის ეკიპაჟი იგივე დარჩება: ბერნ მაილანდერი და პიტერ ტიბეტსი, რომლებსაც რბოლის დირექციასთან კავშირი ექნებათ სალონში დამონტაჟებული iPad-ის ეკრანით.

ჰემილტონი "მერსედესში" დარჩება
"მერსედესის" პილოტმა ლუის ჰემილტონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ახლოს არის გერმანულ საჯინიბოსთან ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად. შეგახსენებთ, რომ
მიმდინარე ხელშეკრულება 2015 წლის ბოლომდეა ძალაში.

"მოლაპარაკებების დასკვნით სტადიაზე ვართ. არ ვიცი, როდის დასრულდება ყველაფერი, მაგრამ საჩქარო არაფერია", - განაცხადა ჰემილტონმა Sky Sports-თან კომენტარში.

"ზაუბერს" სასამართლოში უჩივლეს
ჰოლანდიელი გიდო ვან დერ გარდე სასამართლოში უჩივის შვეიცარიულ საჯინიბო "ზაუბერს". ამ პილოტს მონაწილეობა უნდა მიეღო მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატში, მაგრამ გუნდმა უპირატესობა მარკუს ერიქსონსა და ფელიპე ნასრს მიანიჭა, შესაბამისად, ჰოლანდიელი უმუშევარი დარჩა. "ზაუბერის" წარმომადგენელებმა განაცხადეს, რომ ვან დერ გარდესთან კონტრაქტი გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე გაწყვიტეს.

ვან დერ გარდეს გარდა, "ზაუბერს" უჩივის გერმანელი პილოტი ადრიან სუტილი, რომელსაც ასევე დაპირდნენ ახალ სეზონში საპრიზო პილოტის სტატუსს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული