"რა თქმა უნდა, ძალიან იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ ვერ შევუერთდები ჯენსონ ბატონს მელბურნში, მაგრამ კარგად მესმის ექიმების რეკომენდაციები და ვითვალისწინებ მათ. უკვე დავუბრუნდი ვარჯიშებს და ვემზადები ჩემი პირველი რბოლისთვის.
მინდა ყველას მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისა და გამხნევებისთვის. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მალაიზიაში დავბრუნდე ტრასაზე. ხოლო ჩემ შემცვლელს, კევინ მაგნუსენს წარმატებას ვუსურვებ ავსტრალიაში. ვიცი, რომ მის ხელში ბოლიდი უსაფრთხოდ
ზამთრის ტესტებზე შექმნილი სირთულეების მიუხედავად, აღმაფრენას ვგრძნობდი ახალი მანქანის მართვის გამო. ყველა ინფორმაციას შევისწავლი, რომელსაც უახლოეს უქმეებზე გუნდი შეაგროვებს და შევეცდები, "მაკლარენს" ტექნიკის" განვითარებაში დავეხმარო", - განაცხადა ფერნანდო ალონსომ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"