![](https://sportall.ge/pictures/image31/835b747bcc1cdb3fe0ab3155a4efccd0.jpg)
კვალიფიკაცია
- ლუის ჰემილტონი გახდა პირველი მრბოლელი ფორმულა 1-ის ისტორიაში, ვინც მელბურნში ოთხჯერ მოიპოვა პოული.- "მერსედესმა" ზედიზედ მე-12 პოული მოიგო. გარდა ამისა, ეს იყო ზედიზედ მე-20 პოული "მერსედესის" ძრავებით აღჭურვილი მანქანებისთვის.
- ნიკო როსბერგმა ზედიზედ მეთორმეტე რბოლა დაიწყო სასტარტო ბილიკის პირველი რიგიდან. ზედიზედ მეცხრე რბოლაში "მერსედესის" პილოტები პირველ რიგში იდგნენ - ეს ფორმულა 1-ის ისტორიაში აბსოლუტური რეკორდია.
- "რედ ბულის" პილოტებს შორის კვალიფიკაციაში საუკეთესო
- "მაკლარენის" ისტორიაში პირველად, გუნდის ორივე პილოტმა სასტარტო ბილიკის ბოლო რიგიდან აიღო სტარტი.
რბოლა
- ლუის ჰემილტონმა კარიერაში მეექვსე ჰეთ-თრიკი (პოული, მოგება, საუკეთესო წრე) შეასრულა. მან 34-ე რბოლა მოიგო ფორმულა 1-ში, რაც მეხუთე შედეგია ისტორიაში. მეოთხე ადგილზე მყოფ ფეტელს ბრიტანელი ხუთი მოგებით ჩამორჩება.- ჰემილტონმა კარიერაში 21-ედ გაიარა რბოლაში საუკეთესო წრე, რითაც გაუთანაბრდა ფერნანდო ალონსოსა და გერჰარდ ბერგერს, რომლებიც შესაბამის რეიტინგში მე-11 ადგილზე არიან.
- ფორმულა 1-ში გატარებულ ცხრავე სეზონში ჰემილტონი მინიმუმ ერთი რბოლის მოგებას ახერხებდა. ასეთი შედეგი აქამდე არავის ჰქონია. მიხაელ შუმახერი 15 სხვადასხვა სეზონში იგებდა, მაგრამ ყველა ჩემპიონატში არ ჰქონია მინიმუმ ერთი გამარჯვება.
- ჰემილტონმა და როსბერგმა მე-12 დუბლი შეასრულეს და 30-ე გამარჯვება მოუტანეს "მერსედესს" ფორმულა 1-ში. მსგავსი დომინირება - ორივე მანქანის სტარტი პირველი რიგიდან, ორი საუკეთესო წრე, დუბლი და მთელი რბოლის განმავლობაში ლიდერობა - 37-ჯერ დაფიქსირდა ისტორიაში (917 გრანპრიში). გასულ წელს "მერსედესმა" ეს ორჯერ შეძლო - ბაჰრეინსა და იტალიაში.
- "მერსედესმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა, რაც მეოთხე მაჩვენებელია ისტორიაში.
- სებასტიან ფეტელმა ზედიზედ 90-ე რბოლა ჩაატარა ავარიის გარეშე. მისი ბოლო ავარია, რამაც რბოლიდან გამოთიშვა გამოიწვია, 2010 წელს თურქეთში იყო. მაშინ გერმანელი თანაგუნდელ მარკ უებერს დაეჯახა.
- ფეტელმა შეწყვიტა "ფერარის" პოდიუმების გარეშე სერია, რომელიც უნგრეთის შარშანდელი გრანპრიდან გრძელდებოდა.
- ფელიპე ნასრმა არა მხოლოდ პირველი ქულები მოიპოვა ფორმულა 1-ში, არამედ საუკეთესო ბრაზილიელი დებიუტანტი გახდა - ის მეხუთე მივიდა ფინიშთან.
- მარკუს ერიქსონი პირველი შვედი გახდა, ვინც ქულები მოიპოვა 1989 წლის პორტუგალიის გრანპრის შემდეგ. მაშინ მესამე მივიდა ფინიშთან სტეფან იოჰანსონი.
- "ზაუბერმა" შეწყვიტა 19-რბოლიანი სერია, რომლის განმავლობაში ქულების დაგროვებას ვერ ახერხებდა.
- პირველად კიმი რაიკონენის "ფერარიში" დაბრუნების შემდეგ, ფინელმა ვერ დაასრულა რბოლა მექანიკური პრობლემების გამო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"