"ბავშვობიდან ვოცნებობდი ფორმულა 1-ში გამოსვლაზე და იმედი მქონდა, რომ შევძლებდი ჩემი შესაძლებლობების წარმოჩენას. მაგრამ ოცნება წამართვეს და სავარაუდოდ, ჩემი კარიერა ფორმულა 1-ში დასრულებულია. თუმცა გაგრძელდება კარიერა ავტოსპორტში", - განაცხადა ვან დერ გარდემ.
მისი სიტყვებით, არ ესმის - რატომ არ მისცა შვეიცარიული გუნდის შეფმა საპრიზო პილოტის სტატუსი, მით უმეტეს, რომ 2015 წლის სეზონისთვის შესაბამისი კონტრაქტი გააჩნდა და თან
"მე რომ წინააღმდეგობა გამეგრძელებინა, ამას შეიძლება გუნდის კრახი გამოეწვია. ეს გააფუჭებდა სეზონის პირველ გრანპრის, რადგან "ზაუბერის" მანქანებს "დააპატიმრებდნენ, ხოლო ორი ახალგაზრდა პილოტის - ფელიპე ნასრისა და მარკუს ერიქსონის კარიერა სერიოზულად დაზარალდებოდა", - გააგრძელა ჰოლანდიელმა.
არაოფიციალური ინფორმაციით, "ზაუბერმა" კომპენსაციის სახით ჰოლანდიელს 15 მილიონი ევრო გადაუხადა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"