ფორმულა 1: გერმანია კალენდარში აღარ არის

AutoSharing Option
ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეს-სამსახურმა გამოაქვეყნა ავტოსპორტის მსოფლიო საბჭოს გადაწყვეტილება - გერმანიის გრანპრი ოფიციალურად ამოიღეს მსოფლიოს ჩემპიონატის კალენდრიდან. ასე რომ, ფორმულა 1-ის 2015 წლის სეზონი 19 ეტაპამდე შემცირდა, ხოლო შესვენება ბრიტანეთისა და უნგრეთის ეტაპებს შორის სამ კვირამდე გაიზარდა.

"გერმანიის გრანპრი წელს არ გაიმართება, რადგან ფორმულა 1-ის მთავარმა პრომოუტერმა ბერნი ექსლტოუნმა და გერმანულმა მხარემ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს", - წერია ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ "ჰოკენჰაიმრინგმა" და ნიურბურგრინგმა" უარი თქვეს გერმანიის გრანპრის ორგანიზებაზე, მაგრამ ოფიციალური გადაწყვეტილების გახმოვანების შემდეგ დამაიმედებელი ინფორმაცია გავრცელდა.

როგორც ირკვევა, კომპანია
"მერსედესი" მზად არის არა მხოლოდ დაფაროს ეტაპის ჩასატარებელი თანხის ნახევარი, არამედ სრულად აიღო საკუთარ თავზე პრომოუტერული ხარჯები.

"სიმართლე ითქვას, არასწორად მიგვაჩნია ჩემპიონატში მონაწილე გუნდებმა მხარი უნდა დაუჭირონ ორგანიზატორებს. ასეთი მოდელი არ არის საუკეთესო გადაწყვეტილება. მიუხედავად ამისა, გერმანიის გრანპრი - ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ეტაპია ფორმულა 1-ის კალენდარში და ძალიან ვართ დაინტერესებული მისი ჩატარებით.

კომპანია "მერსედესმა" გადაწყვიტა მონაწილეობა მიიღოს მოლაპარაკებებში "ჰოკენჰაიმრინგის" ხელმძღვანელობასთან და მზად არის მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარებაც გასწიოს", - განაცხადა "მერსედესის" პრეს-სამსახურმა.

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ დასახმარებლად. ეს ეტაპი მნიშვნელოვანია ჩვენთვის", - დაამატა საჯინიბო "მერსედესის" ხელმძღვანელმა ტოტო ვოლფმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული