ფორმულა 1: ალონსო მალაიზიაში იქნება

AutoSharing Option
"მაკლარენის" პილოტი ფერნანდო ალონსო სრულად გამოჯამრთელდა იმ ტრავმისგან, რომელიც წინასასეზონო ტესტებისას მიიღო.

ალონსო რამდენიმე დღეა შეუდგა ვარჯიშს სატრენაჟორო დარბაზსა და სიმულატორზე, თუმცა მისი მონაწილეობა მალაიზიის გრანპრიში მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. "მაკლარენის" სარბოლო დირექტორმა ერიკ ბულიემ განაცხადა, რომ ალონსოს დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილებას ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის ექიმები მიიღებენ. კერძოდ, ესპანელმა დღეს უნდა გაიაროს მალაიზიაში გამგზავრებამდე სამედიცინო შემოწმება.

"ფერნანდო გამოვა მალაიზიაში. ალონსო წესრიგშია და დაგეგმილი სამედიცინო შემოწმება უბრალოდ ფორმალობაა", - განაცხადა პილოტის მენეჯერმა ლუის გარსია აბადმა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა გამოტოვა
პირველი ეტაპი - ავსტრალიის გრანპრი. მელბურნის ტრასაზე ის დანიელმა კევინ მაგნუსენმა შეცვალა.

მალაიზიის გრანპრის 29 მარტს კუალა ლუმპურში გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული