ფორმულა 1: ჰემილტონმა "ფერარი" იყიდა

AutoSharing Option
ამ დღეებში გავრცელდა ჭორები ბრიტანელი ლუის ჰემილტონის "ფერარიში" სავარაუდო გადასვლის შესახებ, თუმცა ჟურნალისტებმა გაარკვიეს ამგვარი ჭორის წარმოშობის მიზეზი - "მერსედესის" პილოტმა პირადი მოხმარებისთვის შეიძინა "ფერარის" სუპერკარი.

უფრო მეტიც, გუშინ Sky Sports-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჰემილტონი "მერსედესთან" ახალ კონტრაქტს მალაიზიის გრანპრიმდე გააფორმებს. იქვე ხაზი გაუსვეს იმას, რომ "მერსედესის" ერთ-ერთი მთავარი სპონსორია მალაიზიის ნავთობმომპოვებელი კომპანია Petronas.

"რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, მხოლოდ მცირე იურიდიული ფორმალობებია მოსაგვარებელი, - დაადასტურა ჰემილტონმა. - იმედია, ყველაფერი ამ კვირას დასრულდება. თუ ასე არ მოხდა - საშიში
არაფერია. ყველაფერს თავისი დრო აქვს".

ლონდონური გამოცემა Times-ი ვარაუდობს, რომ ახალი კონტრაქტის მიხედვით, ბრიტანელი წელიწადში 55 მილიონ დოლარს მიიღებს. ამ თანხით ჰემილტონი ფორმულა 1-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი პილოტი გახდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული