ახალი იდეა: ქალების ფორმულა 1!

AutoSharing Option
საინტერესო იდეით გამოვიდა ფორმულა 1-ის მთავარი პრომოუტერი ბერნი ექლსტოუნი. კერძოდ, მას ქალების ფორმულა 1-ის შექმნა სურს.

ბრიტანელი ჩინოვნიკის აზრით, ქალების ეტაპი, შესაძლებელია, კვირას გაიმართოს, მამაკაცების რბოლის წინ.

ექლსტოუნს მიაჩნია, რომ ასეთი ჩემპიონატი სასარგებლო იქნება ქალი პილოტებისთვის, რათა ისინი მომზადების უფრო მაღალ დონეზე გავიდნენ, კერძოდ კი, მონაწილეობა მიიღონ "ნამდვილ" ფორმულა 1-ში.

"ვფიქრობ, ეს კარგი იდეაა. მათ უნდა მივცეთ თავის გამოჩენის საშუალება. გარკვეული მიზეზების გამო ქალებს ბოლომდე არ მიჰყავთ საქმე და არა იმიტომ, რომ ჩვენ არ გვსურს მათი ხილვა ფორმულა 1-ში. ისინი
დიდ ყურადღებას იმსახურებენ და, სავარაუდოდ, ბევრ სპონსორსაც მოიზიდავდნენ. ჩვენ საიდანღაც უნდა დავიწყოთ. თუ მათთვის ცალკე ჩემპიონატს ჩავატარებთ, შესაძლოა, რომელიმე მათგანი მოვიყვანოთ კიდეც ფორმულა 1-ში, - განაცხადა ექლსტოუნმა. - შესაძლებელია მათი რბოლების მოწყობა შაბათს ან კვირას. ეს ჯერ მხოლოდ იდეაა, მაგრამ მისი განხორციელება ძალიან სასარგებლო იქნება მთელი ფორმულა 1-სთვის".

ამა წლის თებერვალში ესპანელი კარმენ ჰორდა "ლოტუსის" ბოლიდის განვითარების პროგრამის მონაწილე გახდა. "უილიამსის" რიგებში მუშაობს შოტლანდიელი მრბოლელი სიუზი ვოლფი. ადრე "ზაუბერის" ტესტ-პილოტი იყო შვეიცარიელი სიმონა დე სილვესტრე, აწ გარდაცვლილი მარია დე ვილიოტა კი "მარუსიას" ტესტ-პილოტი გახლდათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული