ბევრს არ მოეწონა, რომ პოდიუმზე მყოფმა ბრიტანელმა პილოტმა შამპანურის ბოთლის გახსნის შემდეგ ჭავლი ავტოდრომის მომსახურე გოგონასკენ მიმართა და ის შხეფებით გაწუწა.
ჰემილტონს თავს ქალთა უფლებების დამცველთა ნამდვილი რისხვა დაატყდა - თანაც, მას სხვა მსგავსი ფაქტებიც ამოუქექეს და სოცქსელებში ატყდა ერთი ამბავი...
საქმე იქამდე მივიდა, რომ სექსიზმის პრობლემებზე მომუშავე ორგანიზაცია "ობიექტის" აღმასრულებელმა დირექტორმა როზ ჰარდიმ ჰემილტონს სასწრაფოდ სახალხოდ ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.