ფორმულა 1. ბაჰრეინის გრანპრი: იმავე სცენარით?

AutoSharing Option
ჩინეთისა და ბაჰრეინის ეტაპებს შორის მხოლოდ ერთკვირიანი პაუზა იყო. შესაბამისად, ძალთა თანაფარდობაში კარდინალური ცვლილებები ვერ მოხდებოდა. "მერსედესი" წინ არის, მას კვალში უდგას "ფერარი"; "უილიამსი" ცდილობს, ბრძოლა გაუმართოს იტალიელებს, "რედ ბული" კი ძრავისა და შასის პრობლემების მოგვარებაზე მუშაობს. ამიტომაც უფრო საინტერესო ბრძოლა კვლავაც პელოტონის შუაში მოქცეულ გუნდებს შორის უნდა იყოს. ამ ჯგუფში შესვლას ცდილობს "მაკლარენი".

სხვათა შორის, სტატისტიკის მიხედვით, 2015 წლის სეზონს ყველაზე მოსაწყენი სტარტი ჰქონდა ისტორიაში. აქამდე არასოდეს ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ პირველ სამ რბოლაში პოდიუმზე პილოტთა ერთი და იგივე
შემადგენლობა ასულიყოს. არ არის გამორიცხული, ბაჰრეინის გრანპრიზე პირველ სამეულში იგივე სახეები ვიხილოთ.

"მერსედესისა" და "ფერარის" უკან ყველაზე კარგად "ტორო როსომ" და "რედ ბულმა" წარმოაჩინეს თავი, მაგრამ ძრავებთან დაკავშირებულ პრობლემებს თუ არ მოაგვარებენ, განსაკუთრებული პროგრესი მოსალოდნელი არ არის.

ბაჰრეინი ცხელი ქვეყანაა და თითქოს საბურავებზე დიდი დატვირთვა უნდა მოვიდეს, მაგრამ მომავალი რბოლა ღამის საათებში გაიმართება, შესაბამისად, ტრასის ტემპერატურა დაბალი იქნება. ასეთ სიტუაციაში "ფერარი" ვერ მიიღებს გადამწყვეტ უპირატესობას.

არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ "ჰონდა" ბაჰრეინში აპირებს თავისი ძრავების სიმძლავრის მომატებას. ასე რომ, "მაკლარენისგან" მცირე პროგრესი მოსალოდნელია.

საჰირის ტრასა
სიგრძე: 5412 მ
წრეების რიცხვი: 57
რბოლის დისტანცია: 308,238 კმ
მოსახვევები: 15 (9 მარჯვენა, 6 მარცხენა)
DRS-ის ზონა: ორი
უგრძესი სწორი მონაკვეთი: 1205 მ
ტრასის რეკორდი: 1:30.252 (შუმახერი, "ფერარი", 2004)
ყველაზე მეტი მოგება: 3 - ალონსო

უქმეების განრიგი
17 აპრილი, 15:00 - I პრაქტიკა
17 აპრილი, 19:00 - II პრაქტიკა
18 აპრილი, 16:00 - III პრაქტიკა
18 აპრილი, 19:00 - კვალიფიკაცია
19 აპრილი, 19:00 - რბოლა

საერთო ჩათვლა
1. ჰემილტონი (მერსედესი) - 68
2. ფეტელი (ფერარი) - 55
3. როსბერგი (მერსედესი) - 51
4. მასა (უილიამსი) - 30
5. რაიკონენი (ფერარი) - 24
6. ბოტასი (უილიამსი) - 18
7. ნასრი (ზაუბერი) - 14
8. რიკარდო (რედ ბული) - 11

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული