რომის გრან-პრი არ იქნება!

AutoSharing Option

იტალიურ გაზეთ La Repubblica-ს ჟურნალისტებმა შეიტყვეს წერილის შესახებ, რომელიც ფორმულა 1-ის მთავარმა პრომოუტერმა ბერნი ექლსტოუნმა რომის მერს, ჯანი ალემანოს მისწერა. მასში ბერნი უარს ამბობს რომის გრან-პრის ჩატარების იდეაზე.

 

ბრიტანელი იტყობინება, რომ ერთ ქვეყანაში საკმარისია ერთი ეტაპის ჩატარება და ფორმულა 1 ახალი ქვეყნების მოზიდვის ხარჯზე უნდა გაფართოვდეს.

ოფიციალურად ამ საკითხის შესახებ 21 იანვარს შევიტყობთ. სწორედ ამ დღეს აქვთ რომის გრან-პრის ორგანიზატორებს დანიშნული პრესკონფერენცია.

 


* * *
ამასობაში, გარკვეული პრობლემები შეექმნა რუსეთის გრან-პრისაც. სოჭში სადებიუტო ეტაპი 2014 წელს იყო დაგეგმილი, მაგრამ საერთაშორისო ოლიმპიური

კომიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა ჟილბერ ფელიმ განაცხადა, რომ სოკ-მა, შესაძლოა, ერთი წლით გადადოს რბოლის ჩატარება. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ოლიმპიური კომიტეტი გადაწყვეტს, რომ ფორმულა 1-ის ეტაპი ხელს უშლის სოჭის ზამთრის თამაშების ორგანიზებას.

"ჩვენ დაწვრილებით შევისწავლეთ სიტუაცია. კარგია, რომ სოჭში გაიმართება ფორმულა 1-ის გრან-პრი და ზამთრის ოლიმპიური თამაშები. მაგრამ ჩვენ არ გვინდა, რომ გრან-პრის ინფრასტრუქტურის მოწყობამ ხელი შეუშალოს თამაშებისთვის მზადებას და რისკის ქვეშ დააყენოს ოლიმპიადის გამართვა.

კონტრაქტში არსებობს პუნქტი, რომლის მიხედვითაც ოლიმპიურ კომიტეტს უფლება აქვს გადაიტანოს რბოლა 2015 წელს", - ამბობს ფელი "როიტერისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ან ოლიმპიადა ტარდება რომ საერთოდ?
avtuko
19:51 14-01-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული