მიხაელ შუმახერის მდგომარეობა გაუმჯობესდა

AutoSharing Option
მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის მიხაელ შუმახერის მენეჯერმა საბინა კემმა გერმანელი პილოტის მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ გამოაცხადა.

"არის მცირე პროგრესი, მაგრამ საბოლოო გამოჯანმრთელებამდე ჯერ ძალიან შორია", - განაცხადა კემმა.

პარალელურად ცნობილი გახდა, რომ შუმახერის მეუღლემ კორინამ გაყიდა მიხაელის პირადი თვითმფრინავი. მისი თქმით, ეს სატრანსპორო საშუალება მის ქმარს აღარ დასჭირდება. თვითმფრინავი 34 მილიონ ევროდ გაიყიდა.

ასევე კორინა ფიქრობს საფრანგეთის კურორტ მარიბელში მდებარე სახლის გაყიდვას. უფრო ადრე შუმახერის მეორე ნახევარმა 3 მილიონ დოლარად გაასხვისა სახლი ნორვეგიაში, აგრეთვე გასაყიდად გამოიტანა "ფერარი F-2000", რომლითაც მიხაელმა კარიერაში მესამე
ტიტული მოიგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
დედა კი არ უტირა მისი გადარჩენისა და სიცოცხლის შენარჩუნებისათვის ქალმა ყველაფერი გააკეთა და ყველანაირ კომფორტზე და სიმდიდრეზე თქვა უარი. სიყვარულიც ასეთი უნდა. არც მე ვიტყოდი ასეთ ცოლზე უარს.
dadu
12:23 11-05-2015
0
დედა უტირა ამ ქალმა შუმის
zviadi
10:59 11-05-2015
0

სიახლეები პოპულარული