ფორმულა 1. მონტე კარლოს გრანპრის წინ: მონაკოს ჯერი მოვიდა

AutoSharing Option
ამ კვირას, მონაკოში ფორმულა 1-ში მსოფლიო ჩემპიონატის მორიგი ეტაპი იმართება.
მონტე კარლო მრბოლელების, ჩოგბურთელების, იახტსმენების, გოლფისტების საყვარელი საცხოვრებელი ადგილია, რომლებსაც არ უყვართ დიდი გადასახადების გადახდა.

მათი სახელების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. აქ ცხოვრობს, მაგალითად, ფორმულა 1-ში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ლუის ჰემილტონი...

წელიწადში ერთხელ მონტე კარლო ავტოდრომად იქცევა ხოლმე: მის ქუჩებში ტრასა გაჰყავთ (ბუნებრივია, ამისთვის მანქანების მოძრაობის გადაკეტვაა საჭირო) და მონაკოელები სიამოვნებით ადევნებენ თვალს პილოტების ბრძოლას. აქაური რბოლის შესახებ მოსწრებულად თქვა ლეგენდარულმა ავსტრიელმა პილოტმა გერჰარდ ბერგერმა:

"ისინი ბინაში ვერტმფრენებით
დაფრინავენ". ერთი შეცდომა და შეგიძლია უახლოეს კლინიკაში პალატა შეუკვეთო. აქ ხომ ყველა მოსახვევს ბრმად გადიან, ყველა დამუხრუჭება საგანგებოა, სიჩქარის გადართვა ჯამში 6 ათასზე მეტჯერ ხდება; პრაქტიკულად, შეუძლებელია გასწრება...

ამ აშკარა ნაკლოვანებების მიუხედავად, რომლებიც არამარტო პილოტებს, არამედ გულშემატკივრებსაც აღიზიანებთ, მონაკოს გრანპრი განსაკუთრებული მოვლენაა მსოფლიო ჩემპიონატის კალენდარში. იმდენადაც კი, რომ ეს არის ერთადერთი ეტაპი, რომლის ორგანიზებისთვის ფულს არა მასპინძელი ქალაქი, არამედ ფორმულა 1-ის ფაქტობრივი მფლობელი ბერნი ექლსტოუნი გამოდის.

ცნობილი არ არის, თუ რა უჯდება ეს სიამოვნება ბრიტანელ მილიარდერს, მაგრამ როგორც ჩანს, ღირს ხარჯის გაღება. არც ერთ ეტაპზე არ იკრიბება ამხელა VIP-პუბლიკა, რომელიც მზად არის, დიდი თანხა გადაიხადოს რბოლის საყურებლად.

მონაკოს ტრასა
სიგრძე: 3340 მ
წრეების რიცხვი: 78
რბოლის დისტანცია: 260 კმ
მოსახვევები: 19 (9 მარჯვენა, 10 მარცხენა)
DRS-ის ზონა: ერთი
უგრძესი სწორი მონაკვეთი: 669 მ
ტრასის რეკორდი: 1:14.439 (მ . შუმახერი, "ფერარი", 2004)
ყველაზე მეტი მოგება: 6 - აირტონ სენა

უქმეების განრიგი
21 მაისი, 12:00 - I პრაქტიკა
21 მაისი, 14:00 - II პრაქტიკა
23 მაისი, 13:00 - III პრაქტიკა
23 მაისი, 16:00 - კვალიფიკაცია
24 მაისი, 16:00 - რბოლა

საერთო ჩათვლა
1. ჰემილტონი (მერსედესი) - 111
2. როსბერგი (მერსედესი) - 91
3. ფეტელი (ფერარი) - 80
4. რაიკონენი (ფერარი) - 52
5. ბოტასი (უილიამსი) - 42
6. მასა (უილიამსი) - 39
7. რიკარდო (რედ ბული) - 25
8. გროსჟანი (ლოტუსი) - 14

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული