არადა, ბრიტანელი პილოტისთვის ყველაფერი კარგად იწყებოდა: თავის ცხრაწლიან კარიერაში ლუის ჰემილტონმა პირველად მოიგო მონაკოს ეტაპის კვალიფიკაცია და სტარტზეც არ შექმნია პრობლემები - მშვიდად შეინარჩუნა ლიდერობა და დამაჯერებლად გაეშურა სეზონში მეოთხე გამარჯვებისკენ.
ექსპერტები რბოლაში ერთი პიტსტოპის ტაქტიკას ვარაუდობდნენ, მაგრამ ყველაფერი ფინიშამდე 13 წრით ადრე შეიცვალა, როცა ავარიაში მოხვდა "ტორო როსოს" პილოტი მაქს ფერსტაპენი. საბედნიეროდ, ჰოლანდიელი ტრავმების გადაურჩა, ტრასაზე კი უსაფრთხოების მანქანა გ
ამ მომენტისთვის ლუის ჰემილტონი 20-წამიანი უპირატესობით ლიდერობდა და გამარჯვება თითქმის გარანტირებული ჰქონდა. ის მეორე პიტსტოპზე გამოიძახეს და ჩემპიონმა ბოქსებისკენ შეუხვია, მისი კონკურენტები - ნიკო როსბერგი და სებასტიან ფეტელი კი ტრასაზე დარჩნენ. არადა, ბრიტანელს სულ ცოტა დააკლდა იმისთვის, რომ პიტლეინიდან გამოსვლისას ისევ პირველ ადგილზე დაბრუნებულიყო, მაგრამ დრო საკმარისი არ აღმოჩნდა. ჰემილტონი მესამე ადგილამდე ჩამოქვეითდა.
"ჩემთვის რბოლა დაკარგულია?" - იკითხა ამის შემდეგ ბრიტანელმა. "არა, თუ მათ საბურავებზე ტემპერატურა დაეცემა", - უპასუხა ინჟინერმა.
რესტარტი ფინიშამდე რვა წრით ადრე მისცეს. პირველი სამეული მაშინვე დაშორდა პელოტონს. როსბერგმა ფეტელთან ორწამიანი უპირატესობა მოიპოვა, ჰემილტონი კი ყოველ მოსახვევში უტევდა "ფერარის" პილოტს, მაგრამ გასწრებას ვერ ახერხებდა.
საბოლოოდ, რესტარტის შემდეგ როსბერგს არც ერთი შეცდომა არ დაუშვია და დამაჯერებლად გადაკვეთა ფინიშის ხაზი. ეს მისი ზედიზედ მესამე გამარჯვებაა მონაკოში - ასეთი რამ აირტონ სენას შემდეგ არ მომხდარა. სულ კი ნიკოს ფორმულა 1-ში ათი გამარჯვება აქვს და ამ მაჩვენებლით ჯეიმს ჰანტს დაეწია.
სებასტიან ფეტელმა გაჭირვებით, მაგრამ შეინარჩუნა მეორე პოზიცია, რითაც ამ სეზონში მეხუთე პოდიუმი მოიპოვა. ჰემილტონი კი იძულებული გახდა მესამე ადგილით დაკმაყოფილებულიყო. "არ ვიცი, რატომ გამოიძახეს ის პიტსტოპზე, - განაცხადა "მერსედესის" დირექტორმა ნიკი ლაუდამ. - როგორც ჩანს, რაღაც აურიეს".
აღვნიშნავთ "მაკლარენ-ჰონდას" პირველ ქულებს სეზონში, რომელიც გუნდს ჯენსონ ბატონმა მოუტანა.
ექვსი ეტაპის შემდეგ ლუის ჰემილტონი ისევ ლიდერობს გენერალურ კლასიფიკაციას, მაგრამ მისი უპირატესობა ნიკო როსბერგზე 10 ქულამდე დავიდა. სებასტიან ფეტელი და კიმი რაიკონენი ისევ მესამე და მეოთხე ადგილებზე არიან, მათ შემდეგ კი "უილიამსის" პილოტები მოდიან, რომლებმაც ჩააგდეს გუშინდელი რბოლა.
შემდეგი რბოლა ორი კვირის თავზე მონრეალში გაიმართება - 7 ივნისს ჟილ ვილნევის სახელობის ტრასაზე კანადის გრან-პრი გაიმართება.
მონტე კარლო (78 წრე, 260.520 კმ)
1(2). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) 1:49.18,420 (1 პიტსტოპი)
2(3). სებასტიან ფეტელი (ფერარი, გერმანია) +4,486 (1)
3(2). ლუის ჰემილტონი (მერსედესი, ბრიტანეთი) +6,053 (2)
4(8). დანიილ კვიატი (რედ ბული, რუსეთი) +11,965 (1)
5(10). დანიელ რიკარდო (რედ ბული, ავსტრალია) +13,608 (2)
6(7). კიმი რაიკონენი (ფერარი, ფინეთი) +14,345 (1)
7(18). სერხიო პერესი (ფორს ინდია, მექსიკა) +15,013 (2)
8(14). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +16,063 (2)
9(15). ფელიპე ნასრი (ზაუბერი, ბრაზილია) +23,626 (2)
10(5). კარლოს საინსი (ტორო როსო, ესპანეთი) +25,056 (1)
11(17). ნიკო ჰიულკენბერგი (ფორს ინდია, გერმანია) +26,232 (2)
12(11). რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) +28,415 (1)
13(16). მარკუს ერიქსონი (ზაუბერი, შვედეთი) +31,159 (3)
14(4). ვალტერი ბოტასი (უილიამსი, ფინეთი) +45,789 (2)
15(9). ფელიპე მასა (უილიამსი, ბრაზილია) 1 წრე (3)
16(20). რობერტო მერი (მანორი, ესპანეთი) 2 წრე (1)
17(19). უილ სტივენსი (მანორი, ბრიტანეთი) 2 წრე (1)
18(6). მაქს ფერსტაპენი (ტორო როსო, ჰოლანდია) 15 წრე
19(13). ფერნანდო ალონსო (მაკლარენი, იტალია) 36 წრე
20(12). პასტორ მალდონადო (ლოტუსი, ვენესუელა) 72 წრე
საერთო ჩათვლა
1. ლუის ჰემილტონი - 126 (3 მოგება); 2. ნიკო როსბერგი - 116 (2); 3. სებასტიან ფეტელი - 98 (1); 4. კიმი რაიკონენი - 60; 5. ვალტერი ბოტასი - 42; 6. ფელიპე მასა - 39; 7. დანიელ რიკარდო - 35; 8. დანიილ კვიატი - 17; 9. ფელიპე ნასრი - 16; 10. რომენ გროსჟანი - 16; 11. სერხიო პერესი - 11; 12. კარლოს საინსი - 9; 13. ნიკო ჰიულკენბერგი - 6; 14. მაქს ფერსტაპენი - 6; 15. მარკუს ერიქსონი - 5; 16. ჯენსონ ბატონი - 4.
ფორმულა 1. მონაკოს გრან-პრი: წართმეული გამარჯვება1. მერსედესი - 242; 4. ფერარი - 158; 3. უილიამსი - 81; 4. რედ ბული - 52; 5. ზაუბერი - 21; 6. ფორს ინდია - 17; 7. ლოტუსი - 16; 8. ტორო როსო - 15; 9. მაკლარენი - 4.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"