ფორმულა 1: ფეტელი ალონსოს სჯობია?

AutoSharing Option
იტალიურმა გამოცემა Gazzetta dello Sport-მა გუშინ საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა: ჟურნალისტებმა დაითვალეს, რომ 2015 წლის სეზონის ექვსი რბოლის შემდეგ სებასტიან ფეტელს უფრო მეტი ქულა აქვს, ვიდრე ფერნანდო ალონსო აგროვებდა "ფერარის" რიგებში გატარებული თავისი ხუთი სეზონის პირველ ექვს ეტაპზე.

ფეტელმა უკვე მოიგო ერთი რბოლა და ოთხჯერ ავიდა პოდიუმზე, რამაც გერმანელს 98 ქულა მოუტანა - ეს გაცილებით მეტია, ვიდრე თავის დროზე ფერნანდო ალონსოს "ფერარიში" ჰქონდა. გარდა ამისა, თავად ფეტელისთვის ეს არის სეზონის საუკეთესო დასაწყისი კარიერაში. გამონაკლისია ძალიან წარმატებული 2011 წლის სეზონი, როცა "რედ
ბული" ულაპარაკოდ დომინირებდა ჩემპიონატში.

როგორ იწყებდა სეზონებს ფერნანდო ალონსო, როცა ის "სკუდერიას" პილოტი იყო? გასულ წელს, ესპანელმა პირველ ექვს რბოლაში 61 ქულა მოიპოვა, 2013 წელს - 78, 2012 წელს - 76, 2011 წელს - 69 და 2010 წელს - 75. როგორც ვხედავთ, საკმაოდ სტაბილური შედეგებია. 2012 წლის სეზონი ალონსომ ორი მოგებითა და ერთი პოდიუმით დაიწყო.

ამ შედეგმა საშუალება მისცა ექვსი გრანპრის შემდეგ გენერალური კლასიფიკაციის ლიდერი გამხდარიყო - მაშინ ის ტიტულისთვის სწორედ ფეტელს ებრძოდა. 2013 წელს, ესპანელს 78 ქულაზე მეტის მოპოვების შანსი ჰქონდა, მაგრამ მას ხელი შეუშალა მალაიზიის გრანპრიდან გამოვარდნამ. ამის მიზეზი იყო იმავე ფეტელის მანქანასთან კონტაქტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს რანაირი შედარებაა :) ალონსო უფრო მაღალი კვალივიკაციის პილოტია,ვიდრე ფეტელი,თუმცა მაგარი უიღბლო
papa
09:05 27-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული