ფორმულა 1: სიმკაცრე მიხაელ შუმახერისგან

AutoSharing Option
ლეგენდარული გერმანელი პილოტის, მიხაელ შუმახერის მენეჯერმა საბინა კემმა განმარტება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ ვრცელდება მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის ჯანმრთელობის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია.

მთელი 17 თვის განმავლობაში, რაც შუმახერმა სამთო კურორტზე თავის მძიმე ტრავმა მიიღო, პილოტი ჟურნალისტებს არ უნახავთ, ხოლო მისი მდგომარეობის შესახებ პრესაში ექიმების ზოგადი ფრაზები ხვდება, რაც უამრავი ჭორის წარმოშობას უწყობს ხელს.

"მიხაელს მკაცრი წესები ჰქონდა, რომელიც ერთად გამოვიმუშავეთ. ის მკაცრად მიჯნავდა ერთმანეთისგან სამუშაოსა და პირად ცხოვრებას და ამ წესისთვის ერთხელაც არ გადაუხვევია. პრესაში არასოდეს მოხვედრილა მისი "საშინაო
ისტორიები", არავის უნახავს მისი სახლი და არც ერთ ჟურნალისტს არ ჰქონია მიხაელის ტელეფონის ნომერი", - განაცხადა კემმა.

გამოცემა Der Spiegel-ის სტატიაში წერია, რომ მას შემდეგ, რაც შუმახერი გასული წლის სექტემბერში შვეიცარიაში საკუთარ სახლში დაბრუნდა, ჟურნალისტები და ფოტოგრაფები მუდმივად იმალებიან სახლთან ახლოს მდებარე ტყეებში იმ იმედად, რომ სასურველ ფოტოს გადაიღებენ. ყველაზე თავზეხელაღებულმა პაპარაცებმა კი სახლის თავზე ვერტმფრენით დაბალ სიმაღლეზე ფრენაც კი სცადეს, რათა მიხაელი დაენახათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული