ფორმულა 1 ყველაზე შემოსავლიანი სპორტია

AutoSharing Option
პოპულარული ჟურნალის "ფორბსის"ექსპერტთა კვლევის თანახმად, მსოფლიოში სპორტის ყველაზე შემოსავლიანი სახეობაა - ფორმულა 1. როგორც ირკვევა, ბოლო 15 წლის განმავლობაში "დიდი ცირკის"რბოლებმა უფრო მეტი თანხა მოიტანა, ვიდრე ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატმა.

1998 წლიდან მოყოლებული, როცა ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი ზეპ ბლატერი გახდა, მსოფლიოს ჩემპიონატებმა ჯამში 14.5 მილიარდი დოლარის ოდენობის მოგება მოიტანა.

ანალოგიურ პერიოდში ფორმულა 1-ში ფინანსურმა წარმატებამ 16.2 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამასთან, ეს მონაცემი არ შეიცავს 2014 წელს, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვაობა თანხებში კიდევ უფრო დიდია.

კომპანიამ Delta Topco-მ, რომელიც ჯერსის
კუნძულებზეა დარეგისტრირებული და ფაქტობრივად ფლობს ფორმულა 1-ზე უფლებებს, მხოლოდ 2013 წელს 1.7 მილიარდი დოლარის ოდენობის მოგება ნახა. შედარებისთვის, 1999 წელს ანალოგიურმა მაჩვენებელმა მხოლოდ 341 მილიონი დოლარი შეადგინა.

ფორმულა 1-ის საერთო ღირებულება ბოლო ოთხ წელიწადში 15-ჯერ გაიზარდა, იმ დროს, როცა ფიფასთვის ზრდის ფაქტორმა მხოლოდ სამი ერთეული შეადგინა.

გარდა ამისა, "დიდი ცირკი" ინარჩუნებს ლიდერობას მაყურებლის საერთო რაოდენობით. შარშანდელ სეზონში აუდიტორიამ 425 მილიონი ადამიანი შეადგინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული