სებასტიან ფეტელი: ფორმულა 1 ფუფუნება გახდა

AutoSharing Option
"ფერარის" გერმანელმა პილოტმა სებასტიან ფეტელმა გაახმოვანა "სამეფო რბოლების" მთავარი პრობლემა.

მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონის აზრით, ფორმულა 1-ის მიმართ რიგითი გულშემატკივრების ინტერესი კლებულობს, რადგან ბილეთების ფასი ძალიან მაღალი გახდა და ის მიუწვდომელია ჩვეულებრივი ადამიანებისთვის.

"საუკეთესო მაჩვენებელი - მაყურებლის რაოდენობაა ტრასაზე და ჩვენ ვხედავთ, რომ მათი რიცხვი იკლებს. საინტერესოა, როგორ ახერხებს ხალხი, თვალი ადევნოს რბოლებს, როცა კვირაში შვიდი დღის განმავლობაში არ არიან მასში ჩართულნი, როგორც ამას მე ვაკეთებ. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ბილეთების ფასმა ძალიან აიწია. ჩვეულებრივ ოჯახს, უბრალოდ, არ შეუძლია რბოლის ცოცხლად
ხილვა", - ამბობს სებასტიან ფეტელი.

უნდა აღინიშნოს, რომ კანადის გრანპრის სატელევიზიო რეიტინგი გერმანიაში ძალიან დაბალი იყო. ტელეეკრანებთან უფრო დიდი აუდიტორია ქალებს შორის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩმა შეკრიბა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული