მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონის აზრით, ფორმულა 1-ის მიმართ რიგითი გულშემატკივრების ინტერესი კლებულობს, რადგან ბილეთების ფასი ძალიან მაღალი გახდა და ის მიუწვდომელია ჩვეულებრივი ადამიანებისთვის.
"საუკეთესო მაჩვენებელი - მაყურებლის რაოდენობაა ტრასაზე და ჩვენ ვხედავთ, რომ მათი რიცხვი იკლებს. საინტერესოა, როგორ ახერხებს ხალხი, თვალი ადევნოს რბოლებს, როცა კვირაში შვიდი დღის განმავლობაში არ არიან მასში ჩართულნი, როგორც ამას მე ვაკეთებ. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ბილეთების ფასმა ძალიან აიწია. ჩვეულებრივ ოჯახს, უბრალოდ, არ შეუძლია რბოლის ცოცხლად
უნდა აღინიშნოს, რომ კანადის გრანპრის სატელევიზიო რეიტინგი გერმანიაში ძალიან დაბალი იყო. ტელეეკრანებთან უფრო დიდი აუდიტორია ქალებს შორის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩმა შეკრიბა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"