ორი კვირის წინ, ლუის ჰემილტონმა დამაჯერებლად მოიგო კანადის გრან-პრი, რითაც მიანიშნა ყველას, რომ ბარსელონასა და მონაკოში წარუმატებლობებს მის განწყობაზე არ უმოქმედია.
ბრიტანელის უპირატესობა ნიკო როსბერგზე 17 ქულამდე გაიზარდა. ლუისი ისევ ფორმის პიკზეა და დარწმუნებულია საკუთარ ძალებში. ამავდროულად, მისმა თანაგუნდელმა და მთავარმა მეტოქემ როსბერგმა ისევ თავის მართლებას მიჰყო ხელი: მცირედი წააგო კვალიფიკაციაში და ვერ შეძლო რბოლაში ამ ჩამორჩენის გაბათილება.
გასულ წელს, როსბერგმა აქ მესამე გამარჯვება მოიპოვა
ჩემპიონატი ეკვატორს უახლოვდება. უკან დარჩა შვიდი რბოლა, ხოლო ტრადიციულ საზაფხულო პაუზამდე თვეზე ოდნავ მეტია დარჩენილი. ავსტრიის გრან-პრი ერთ-ერთი ბოლო შანსია ნიკო როსბერგისთვის, ზეწოლა მოახდინოს ლუის ჰემილტონზე სილვერსტოუნში საშინაო რბოლის წინ.
შპილბერგის ტრასა
სიგრძე: 4326 მ
წრეების რიცხვი: 71
რბოლის დისტანცია: 4326 მ
მოსახვევები: 9 (2 მარცხენა, 7 მარჯვენა)
DRS-ის ზონა: ორი
უგრძესი სწორი მონაკვეთი: 868 მ
ტრასის რეკორდი: 1:08.337 (მ . შუმახერი, "ფერარი", 2003)
ყველაზე მეტი მოგება: 3 - ალენ პროსტი
უქმეების განრიგი
19 ივნისი, 12:00 - I პრაქტიკა
21 ივნისი, 16:00 - II პრაქტიკა
23 ივნისი, 13:00 - III პრაქტიკა
23 ივნისი, 16:00 - კვალიფიკაცია
24 ივნისი, 16:00 - რბოლა
საერთო ჩათვლა
1. ჰემილტონი (მერსედესი) - 151
2. როსბერგი (მერსედესი) - 134
3. ფეტელი (ფერარი) - 108
4. რაიკონენი (ფერარი) - 72
5. ბოტასი (უილიამსი) - 57
6. მასა (უილიამსი) - 47
7. რიკარდო (რედ ბული) - 35
8. კვიატი (რედ ბული) - 19
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"