ფერნანდოს ერთგული

AutoSharing Option

"ფერარის" ესპანელი პილოტის, ფერნანდო ალონსოს მეუღლე, ჯგუფ El Sueno de Morfeo-ს ვოკალისტი რაკელ დელ როსარიო აცხადებს, რომ არაფრით არ გაცვლის თავის ქმარს სხვა მამაკაცზე, თუნდაც ეს ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯორჯ ქლუნი იყოს.


საქმე ისაა, რომ როსარიო სან-რემოს სახელგანთქმულ მუსიკალურ ფესტივალში აპირებს მონაწილეობას, რომელსაც ქლუნის მეგობარი, იტალიელი მოდელი და მსახიობი ელიზაბეტ კანალისი წაიყვანს.

გაზეთ Corriere della Sera-თვის მიცემულ ინტერვიუში როსარიომ უპასუხა ჟურნალისტის ხუმრობას - მზად არის თუ არა მომღერალი ფერნანდო ალონსო ჯორჯ ქლუნიში გაცვალოს?

"არასოდეს, - კატეგორიულად უპასუხა მომღერალმა. - ჩემს ქმარს

არავისზე გავცვლი. მაგრამ ძალიან გთხოვთ, ამას ელიზაბეტს ნუ ეტყვით. მინდა რომ იეჭვიანოს."

სხვათა შორის, როსარიომ აღიარა, რომ მას და ფერნანდოს სხვადასხვა მუსიკალური გემოვნება აქვთ: ქალს პოპ-მუსიკა იტაცებს და სწორედ ამ ჟანრში ასრულებს სიმღერებს, ალონსო კი უფრო ელექტრონული მუსიკით არის დაინტერესებული.

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული