ფორმულა 1: "რედ ბული" წასვლას არ გამორიცხავს

AutoSharing Option
"რედ ბულის" ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ჰელმუტ მარკომ არ გამორიცხა, რომ ავსტრიულმა საჯინიბომ, შესაძლოა, დატოვოს ფორმულა 1. გადაწყვეტილებას გუნდის მომავლის შესახებ ზაფხულში მიიღებენ.

"გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რა ფორმით მივიღებთ მონაწილეობას ფორმულა 1-ში, ან საერთოდ მივიღებთ თუ არა, ჩემპიონატში საზაფხულო პაუზის დროს გამოვიტანთ. ცხადად უნდა ვიცოდეთ - განვითარების რა მიმართულება უნდა ავირჩიოთ და როგორი იქნება შესაძლო შედეგები. ჩვენ აღარ გვინდა მხოლოდ დაპირებების მოსმენა", - განაცხადა მარკომ Motorsport.com-თან კომენტარში.

მიმდინარე ჩემპიონატში "რედ ბული" მეოთხე ადგილზეა კონსტრუქტორთა თასზე - გუნდს 55 ქულა აქვს მოპოვებული რვა
ეტაპის შემდეგ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული