ფორმულა 1: თასები მანქანის რეცხვის სანაცვლოდ

AutoSharing Option
თავისი უცნაური გადაწყვეტილების შესახებ მოუყვა ჟურნალისტებს ფორმულა 1-ის სამგზის ჩემპიონმა ნიკი ლაუდამ - თავის დროზე, მან კარიერაში მოპოვებული ყველა პრიზი და თასი ცხოვრების ბოლომდე საკუთარი ავტომობილის უფასო რეცხვაში გაცვალა.

ამის შესახებ მან სააგენტო "როიტერთან" ინტერვიუში განაცხადა, როცა კომენტარი გაუკეთა "მერსედესის" პილოტის ლუის ჰემილტონის უკმაყოფილებას ფორმულა 1-ში პრიზების გარეგნული მხარის გამო.

"ჩემს დროს, თითქმის ყველა თასი ასევე საშინელი სანახავი იყო. მათთან საქმე აღარ მაქვს. ერთ-ერთი ავტოსამრეცხაოს მფლობელს ვუთხარი, რომ თუ ისინი ჩემი სიცოცხლის ბოლომდე უფასოდ გარეცხავდნენ ჩემს მანქანას, შეეძლოთ ყველა პრიზი
შინ წაეღოთ", - განაცხადა ლაუდამ და დაამატა, რომ სამრეცხაოს მეპატრონე დათანხმდა ამგვარ გარიგებას.

მაგრამ, 66 წლის ავსტრიელის თქმით, მან ეს უფლება მფლობელის სიკვდილისა და მოგვიანებით, სამრეცხაოს ბენზინგასამართ სადგურად გადაკეთების გამო დაკარგა. პრიზები ლაუდას დაუბრუნეს, მაგრამ მალე მისმა შვილებმა გაყიდეს eBay-ის ინტერნეტ-აუქციონზე.

ბრიტანეთის გრანპრის წინ, რომელიც გასულ უქმეებზე სილვერსტოუნში გაიმართა, ჰემილტონმა დაიჩივლა იმ პრიზების არაპრეზენტაბელურობის გამო, რომელიც პილოტებს გადაეცემათ. "გასულ წელს გადმომცეს რაღაც პლასტიკატის ნივთი. ეს ნამდვილად არ იყო ფორმულა 1-ის პრიზი", - განაცხადა "მერსედესის" პილოტმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული