ფორმულა 1: სასამართო შუმახერების მხარეს

AutoSharing Option
ამ დღეებში მიუნხენში მიმდინარეობს მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის მიხაელ შუმახერის მეუღლის კორინა შუმახერის სარჩელის განხილვა. შუმის მეორე ნახევარი სასამართლოში უჩივის სამ ბულვარულ გამოცემას - Bunte-ს, Freizeit-Revue-სა და Freizeit-Spas-ს.

პროცესი ჯერ გრძელდება, თუმცა მოსამართლეები უკვე დადგნენ ქალბატონი შუმახერის მხარეს და დაუშვებლად მიაჩნიათ ისეთი პუბლიკაციები, რომელიც არღვევს ლეგენდარული პილოტისა და მისი ოჯახის უფლებებს პირად ცხოვრებაზე.

მიხაელის ახლობლები დიდ ენერგიას ხარჯავენ იმისთვის, რომ მაქსიმალურად იზოლირებულონი იყვნენ ჟურნალისტების ყურადღებისგან, მაგრამ ყვითელი პრესა და პაპარაცები აგრძელებენ მცდელობას - ნებისმიერი ხერხით მოიპოვონ რაიმე ინფორმაცია მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის
შესახებ.

სასამართლოს აზრით, ასეთი ქმედება უკანონოა, მით უმეტეს, რომ მიხაელ შუმახერს, რომელმაც 2013 წლის დეკემბერში თავის უმძიმესი ტრავმა მიიღო, არ შეუძლია ამ ყველაფერს წინ აღუდგეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული