"პირელი" ნაკლებად გამძლეა?

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის გუნდებისთვის საბურავების მიმწოდებელი კომპანია "პირელის" წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ 2011 წლის სეზონში "სამეფო რბოლები" კიდევ უფრო საინტერესო გახდება. როგორც იცით, "პირელიმ" "დიდ ცირკში" კომპანია "ბრიჯსტოუნი" შეცვალა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ამარაგებდა საჯინიბოებს საბურავებით.

იტალიური კომპანიის ექსპერტთა ჩანაფიქრით, მრბოლელებს ყოველ ეტაპზე ორი პიტსტოპის ჩატარება მოუწევთ. ამ განცხადებამ კი ერთგვარად დაადასტურა პილოტთა შეშფოთება იმის თაობაზე, რომ ახალი საბურავები ნაკლებად გამძლე იქნება, ვიდრე "ბრიჯსტოუნისა", რომელსაც ისინი შარშან იყენებდნენ და რბოლის განმავლობაში მხოლოდ ერთი პიტსტოპის შესრულება უწევდათ.





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული