იტალიური კომპანიის ექსპერტთა ჩანაფიქრით, მრბოლელებს ყოველ ეტაპზე ორი პიტსტოპის ჩატარება მოუწევთ. ამ განცხადებამ კი ერთგვარად დაადასტურა პილოტთა შეშფოთება იმის თაობაზე, რომ ახალი საბურავები ნაკლებად გამძლე იქნება, ვიდრე "ბრიჯსტოუნისა", რომელსაც ისინი შარშან იყენებდნენ და რბოლის განმავლობაში მხოლოდ ერთი პიტსტოპის შესრულება უწევდათ.
.