ფორმულა 1: ლუისის და ნიკოს შეთანხმება

AutoSharing Option
"მერსედესის" პილოტებმა - ბრიტანელმა ლუის ჰემილტონმა და გერმანელმა ნიკო როსბერგმა უჩვეულო დოკუმენტს მოაწერეს ხელი, რომელიც დაარეგულირებს ტრასაზე ერთმანეთის მიმართ საქციელს.

"ჩვენ გვჭირდებოდა ასეთი დოკუმენტის გაფორმება. იქ დარეგულირებულია ტრასაზე ერთმანეთის მიმართ ქცევა. პირველ რიგში, ეს ეხება გასწრებებს", - ამბობს როსბერგი შვეიცარიულ გამოცემა Blick-თან კომენტარში.

ადრე, ლუისსა და ნიკოს შორის რამდენჯერმე წარმოიშვა სიტუაცია, რომელმაც დაძაბა მდგომარეობა გერმანულ საჯინიბოში.

ამ მომენტისთვის, ლუის ჰემილტონი ლიდერობს ჩემპიონატში. ბრიტანელი 17 ქულით უსწრებს თანაგუნდელს. 26 ივლისს, უნგრეთში გაიმართება მსოფლიოს ჩემპიონატის მეათე ეტაპი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული