ფორმულა 1: ბატონი ტელევიზიაში მიდის?

AutoSharing Option
ბრიტანულმა ტელეკომპანია BBC-მ შეთანხმებას მიაღწია "მაკლარენის" პილოტთან ჯენსონ ბატონთან. ეს უკანასკნელი დიჯეი კრის ევანსის თანაწამყვანი გახდება პროექტ Top Gear-ის ახალ გუნდში, - წერს გაზეთი Daily Mail. ადრე ბრიტანელმა ავტომრბოლმა გამოაცხადა, რომ პილოტის კარიერის დასრულებაზე ფიქრობს.

ამა წლის მარტში, BBC-მ გადაწყვიტა აღარ გაეგრძელებინა კონტრაქტი ჯერემი კლარკსონთან, რომელსაც კონფლიქტი ჰქონდა ტექნიკურ პროდუსერთან ოისინ ტაიმონთან.

პროექტ Top Gear-ის უდიდესი პოპულარობის მიუხედავად, კლარკსონს მხარი დაუჭირეს მისმა თანაგუნდელებმა - რიჩარდ ჰამონდმა და ჯეიმს მეიმ და გამოაცხადეს, რომ ჯერემის ნებისმიერ ახალ პროექტში გაყვებიან.

ახლა, BBC დაკავებულია
შოუს ახალი წამყვანების ძიებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული