"არის მცირე წარმატებები. და გაჩნდა მიხაელის ჯანმრთელობის აღდგენის იმედი", - განაცხადა კემმა Bild-თან კომენტარში.
შეგახსენებთ, რომ მიხაელ შუმახერმა თავის ქალის მძიმე ტრავმა 2013 წლის 29 დეკემბერს მიიღო - ფრანგულ ალპებში თხილამურებით სრიალისას. თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში, გერმანელი ხელოვნური კომის მდგომარეობაში იყო.
ახლა, შუმახერი რეაბილიტაციის საკუთარ სახლში გადის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"