ორი სეზონის განმავლობაში "ლოტუსში" გამოსვლისას, ფინელმა პილოტმა ზედიზედ 27 გრან-პრიზე შეაღწია პირველ ათეულში და მოიპოვა ქულები. სერია 2012 წელს, ბაჰრეინში დაიწყო და 2013 წელს, უნგრეთის გრან-პრიზე დასრულდა.
წინა რეკორდის მფლობელი იყო მიხაელ შუმახერი, რომელმაც ზედიზედ 24 ეტაპზე მოიპოვა ქულები. თუმცა აქ პარალელების გავლება არაკორექტული იქნება, რადგან მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა რეკორდი მაშინ დაამყარა, როცა ქულები პირველ ექვს ადგილზე გასულ პილოტებს ენიჭებოდათ.
ფეტელის ამჟამინდელი სერია შარშან, ბრიტანეთის გრან-პრიზე
სხვათა შორის, თავისი სერიის მსვლელობისას სებასტიანი მერვე ადგილზე ქვემოთ არ ჩამოსულა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"