მიუხედავად იმისა, რომ "მანორის" პილოტი თითქმის ყოველთვის ერთ-ერთი ბოლო მიდის ფინიშთან, ცხრა ჩატარებული რბოლიდან რვაჯერ მივიდა ფინიშთან. და მხოლოდ ერთხელ, კანადაში ვერ დაასრულა დისტანცია მანქანასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.
მართლაც, ფერნანდო ალონსოსთან და კარლოს საინსთან შედარებით, პრესა, გასაგები მიზეზების გამო, ნაკლებად ინტერესდება მერისთან დაკავშირებული სიტუაციით - "მანორის" პილოტი თავიდანვე განწირულია აუთსაიდერის როლისთვის. და მაინც, არსებობს მაჩვენებელი, რომლითაც
რობერტო მერიმ 2015 წლის სეზონში უკვე გაიარა 540 წრე. ჩემპიონატის საერთო რეიტინგში ეს მე-11 მაჩვენებელია. კარლოს საინსი მე-12 პოზიციაზეა - მან 534 წრის დაძლევა მოახერხა, მაგრამ ოთხჯერ ვერ მივიდა ფინიშთან.
ალონსომ კი, რომელსაც "მაკლარენში" დიდი ხანი მხოლოდ წარუმატებლობები ჰქონდა, უკვე ხუთჯერ ვერ დაასრულა ეტაპი და მხოლოდ 363 წრე გაიარა - ეს არის მე-20 მაჩვენებელი ჩემპიონატში.
საერთო ჯამში, "მაკლარენისგან" განსხვავებით, "მანორი" უფრო ნელია, სამაგიეროდ, საიმედო. მხოლოდ 13 წრე არ ეყო მერის იმისთვის, რომ გავლილი დისტანციის რეიტინგში პირველ ათეულში შესულიყო, სადაც ის პილოტები არიან, რომლებმაც სეზონის პირველ ნახევარში მაქსიმალური კილომეტრაჟი დააგროვეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"