"მეორე მოგება, რამდენიმე პოდიუმი - და ეს იმ მრავალრიცხოვანი ცვლილებების შემდეგ, რაც გუნდში სეზონის დაწყების წინ მოხდა, - განაცახადა ფეტელმა. - დარწმუნებული ვართ, რომ დასახულ მიზანს მივაღწევთ.
გვინდა ძველი დროის ჯადოქრობა გავიმეოროთ. ეს ამბიციური ამოცანაა, მაგრამ უდიდესი პოტენციალი გაგვაჩნია".
მაგრამ ფეტელი იმასაც აღიარებს, რომ "ფერარის", სავარაუდოდ, მომავალ სეზონამდე მოუწევს მოცდა, რათა ჩემპიონატში კონკურენცია გაუწიოს "მერსედესს". თუმცა პირდება გულშემატკივრებს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, გუნდი ეცდება, რაც შეიძლება სწრაფად შეამციროს ჩამორჩენა გერმანელებთან.
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მონცაში საშინაო ეტაპის წინ, რომელიც სექტემბრის დასაწყისში გაიმართება, "ფერარი" განაახლებს ძალისმიერ აგრეგატს.
იმ დროს, როცა "ფერარი" ცდილობს "მერსედესის" დაწევას, "უილიამსში" ურჩევენ იტალიურ გუნდს - უკან მოხედვა არ დაავიწყდეს. ბრიტანული საჯინიბოს ტექნიკურ დირექტორს პეტ სიმონდსს მიაჩნია, რომ "სკუდერიამ" უკან მყოფი სხვა კონკურნტები არ უნდა დაივიწყოს.
"შეგვიძლია თუ არა "ფერარის" გასწრება? ამასთან დაკავშირებით, გარკვეული ოპტიმიზმი გამაჩნია, - განაცხადა სიმონდსმა. - მე ვიტყოდი, რომ ამ მომენტისთვის "ფერარი" და "უილიამსი" დაახლოებით ერთ დონეზე არიან.
სიტუაცია, შესაძლოა, უმნიშვნელოდ შეიცვალოს სხვადასხვა ტრასის მახასიათებლებიდან გამომდინარე, მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ "უილიამსი" არ აპირებს სეზონის მეორე ნახევარში მესამე ადგილით დაკმაყოფილებას.
ჩვენი მიზანია - ჩემპიონატი "ფერარიზე" ზემოთ, მეორე ადგილზე დავასრულოთ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"