იტალიელებმა ფორმულას ოლიმპიადა ამჯობინეს

AutoSharing Option

როგორც ჩანს, თითქმის აღარ არსებობს იტალიის დედაქალაქ რომში ფორმულა 1-ის ეტაპის ჩატარების შანსი. ქალაქის მერმა ჯანი ალემანომ გაზეთ "ლა რეპუბლიკას" ჟურნალისტს განუცხადა, რომ რომი აპირებს მთლიანად გადაერთოს ახალ ფრონტზე საბრძოლველად, კერძოდ, იტალიის დედაქალაქს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიადის მასპინძლობა სურს.

"ჩვენთვის ფორმულა 1-სკენ მიმავალი გზა საბოლოოდ არ არის დახურული, მაგრამ ახლა ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ. - განაცხადა ჯანი ალემანომ. - მაქსიმუმის გაკეთებას ვაპირებთ იმისთვის, რომ 2020 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობაზე სახელმწიფოს მხარდაჭერა მივიღოთ. ეს სავსებით რეალური გეგმაა.

ჩვენ მუდმივი კონტრაქტი

გვქონდა მონცას მერთან და ლომბარდიას რეგიონის სხვა წარმომადგენლებთან. უნდა ვთქვა, რომ ნორმალური დიალოგი არასოდეს გამოგვდიოდა, თუმცა არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ თუ მონცასა და რომს შორის დადგებოდა არჩევანი, ჩვენ უკან დავიხევდით."

უახლოეს დღეებში უნდა ველოდოთ ოფიციალურ განცხადებას რომის გრან-პრის მომავალზე.





.

მკითხველის კომენტარები / 1 /
არა და ქალაქის ტრასები ძალიან საინტერესოა. იმედია საბოლოო არაა ეს გადაწყვეტილება
avtuko
15:12 21-01-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული