2015 წელს, ყველაზე დიდი ბიუჯეტით ავსტრიული საჯინიბო "რედ ბული" დაიკვეხნის. მან სპონსორებისგან, პარტნიორებისგან და ტელეკომპანიებისგან 468.7 მილიონი ევრო მიიღო. ამ მაჩვენებლით, "რედ ბულმა" უმნიშვნელოდ გაუსწრო "მერსედესსა" და "მაკლარენს" - 467.7 და 465 მილიონი ევრო შესაბამისად.
როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე დაბალი შემოსავალი აქვს ფორმულა 1-ის პელოტონის აუთსაიდერ "მანორს", რომლის სპონსორული მხარდაჭერა ნახევარმილიონ ევროსაც ვერ აღწევს.
ფორმულა 1-ის გუნდების ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი:
1. რედ ბული - 468,7
2. მერსედესი -
3. მაკლარენი - 465
4. ფერარი - 418
5. უილიამსი - 186,4
6. ლოტუსი - 139,1
7. ტორო როსი - 137,45
8. ფორს ინდია - 129,7
9. ზაუბერი - 103,25
10. მანორი - 83
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"