რაც გიწერია - "ინდიკარზე" ავარიის შემდეგ ბრიტანელი პილოტი კომაშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუნდ Andretti Autosport-ის ბრიტანელი პილოტი ჯასტინ უილსონი, რომელიც უწინ ფორმულა 1-ში ასპარეზობდა, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება ავარიის შემდეგ, რომელიც "ინდიკარის" რბოლისას შეემთხვა.

რბოლის დროს უილსონს თავში სეიჯ კერამის ბოლიდიდან გატყორცნილი დეტალი მას შემდეგ მოხვდა, რაც ეს უკანასკნელი ტრასის კიდეს შეეჯახა. ჯასტინმა უმალ დაკარგა გონება, მართვადაკარგული მისი მანქანა კი ბარიერს შეასკდა.

უილსონი საავადმყოფოში ოპერატიულად გადაიყვანეს, სადაც ამჟამად კომაში იმყოფება. ექიმები მრბოლელის მდგომარეობას აფასებენ, როგორც კრიტიკულს და დამაიმედებელს ვერაფერს აცხადებენ.

ჯასტინ უილსონი ფორმულა 1-ში 2003 წელს გამოდიოდა. "მინარდისა" და "იაგუარის" გუნდებში მან 16
რბოლაში მიიღო მონაწილეობა, რის შემდეგაც ამერიკაში გადაბარგდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული