შუმიმ ბავშვობა გაიხსენა

AutoSharing Option

მიხაელ შუმახერის სიყვარული კარტინგების მიმართ საყოველთაოდ არის ცნობილი. მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი, როგორც კი ამის შესაძლებლობა აქვს, კარტის საჭესთან დაჯდომის შანსს ხელიდან არ უშვებს, ხანდახან კი ტურნირებშიც მონაწილეობს გუნდ KSM Motorsport-ის სახელით. მიხაელი ამ საჯინიბოს თანამფლობელია. გასულ უქმეებზე 42 წლის გერმანელმა მონაწილეობა მიიღო ტრადიციულ "ზამთრის თასზე", რომელიც შუმის მშობლიურ ქალაქ კერპენში გაიმართა.

შუმახერი კარტის ახალი მოდელის - Tony EVRR-ის საჭესთან იჯდა. გერმანელმა კვალიფიკაციაში მეორე დრო აჩვენა და პირველი რბოლა ამავე პოზიციაზე დაასრულა. მეორე ცდაზე მიხაელი ერთი პირობა ლიდერობდა, მაგრამ შემდეგ ტექნიკური

პრობლემების გამო ჩამოშორდა რბოლას. მიუხედავად ამისა, ტიტულოვან მრბოლელს ხასიათი არ გაფუჭებია.

"სამწუხაროდ, ტექნიკურმა პრობლემამ კარგი შედეგის ჩვენების საშუალება არ მოგვცა, - განაცხადა შუმახერმა. - მიუხედავად ამისა, რბოლებისგან უდიდესი სიამოვნება მივიღე."

 

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული