მაგრამ ტრასაზე დაბრუნების შემდეგ, იაპონელი სპეციალისტები ძველ პრობლემებს წააწყდნენ და "მაკლარენმა" ისევ გადაინაცვლა სასტარტო ბილიკის ბოლო პოზიციებზე. როგორც ჩანს, "მაკლარენისა" და "ჰონდას" ურთიერთობამ კრიტიკულ წერტილს მიაღწია.
"მაკლარენში" მობეზრდათ "ჰონდას" მხრიდან გაუთავებელი და გაუმართლებელი ოპტიმიზმი, - წერს გაზეთი The Guardian. - იტალიის გრან-პრის წინ, ბრიტანული გუნდის წარმომადგენლებმა მოითხოვეს იასუჰისუ არაის გადაყენება, რომელიც იაპონულ კონცერნში ავტოსპორტული განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებს. არაის პოზიციები "ჰონდაში" ძალიან ძლიერია და "მაკლარენს" ჩანაფიქრის განხორციელება გაუჭირდება,
ეს ყველაფერი ძალიან არასასიამოვნოა თავად გუნდისთვის და "ჰონდასთვის". ფორმულა 1-ის ფანები მოისურვებენ იაპონური მარკის ძვირადღირებული მანქანების შეძენას, თუ მათი ძრავებით თვით მსოფლიოს ჩემპიონები - ფერნანდო ალონსო და ჯენსონ ბატონი ნელა მოძრაობენ?"
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"