ფორმულა 1: სინგაპურს საფრთხე დაემუქრა

AutoSharing Option
ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატის მე-13 ეტაპი, შესაძლოა, რთული ეკოლოგიური სიტუაციის გამო არ ჩატარდეს.

საქმე ისაა, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, სინგაპურის დედაქალაქს ფერფლის ღრუბელი ადევს თავზე. ის წარმოიქმნება ფერმერების მიერ ტყეების დაწვის გამო. ისინი ანთავისუფლებენ ფართობს სასოფლო-სამეურნეო საჭიროებისთვის. როგორც ყოველდღიური კვლევები აჩვენებენ, დღეისთვის სინგაპურში არსებული ჰაერის დაბინძურების დონე, მავნეა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

"ასეთი ეკოლოგიური ფონით სინგაპურში სარბოლო უქმეების ჩატარება - ერთ-ერთია იმ მრავალ პრობლემათაგან, რომელსაც შეიძლება შევეჩეხოთ. გრან-პრის ჩატარების ჩვენი გეგმა შეთანხმებულია აქციონერებთან, სახელმწიფო ორგანოებთან და ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობასთან. იმ შემთხვევაში,
თუ უქმეების დროს ჯანმრთელობის დაცვის ან ხილვადობის მხრივ პრობლემა წარმოიშვა, ჩვენ მჭირო კონტაქტი გვექნება შესაბამის ორგანიზაციებთან და სანამ ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას გრან-პრის ჩატარებასთან დაკავშირებით", - განაცხადა სინგაპურის ეტაპის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული