მსოფლიოს რალი: ოჟიე - სამგზის ჩემპიონი

AutoSharing Option
"ფოლკსვაგენის" ფრანგი რალისტი სებასტიან ოჟიე ზედიზედ მესამედ გახდა კლასიკურ რალიში მსოფლიოს ჩემპიონი. ავსტრალიაში მან თანაგუნდელ იარი-მატი ლატვალასა და"სიტროენის" პილოტს კრის მიკს აჯობა, სეზონში მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა და საერთო ჩათვლაში მიუღწეველი გახდა კონკურენტებისთვის.

ამ წარმატებით, ოჟიე მეოთხე ადგილზე გადავიდა ყველა დროის საუკეთესო რალისტების სიაში და მიუახლოვდა იუჰა კანკუნენსა და ტომი მიაკინენს, რომლებსაც ოთხ-ოთხი ტიტული აქვთ მოპოვებული.

როგორც ამ სეზონში ხშირად ხდებოდა, ავსტრალიის რალიზეც ოჟიე თავიდან მდევრის როლში აღმოჩნდა, რადგან პირველი გადიოდა დისტანცაზე და იძულებული იყო სხვებისთვის გზა გაეკვალა: პარასკევს დილით, ფრანგი
მერვე ადგილს იკავებდა, მაგრამ დღის ბოლოს მესამე პოზიციაზე აღმოჩნდა.

შაბათს, "ფოლსკვაგენის" ლიდერს მჭიდრო ბრძოლა ჰქონდა კრის მიკთან და იარი-მატი ლატვალასთან. და დღის ბოლოს, 0.3 წამით უგებდა ირლანდიელს. გუშინ კი, სებასტიანმა დამაჯერებლად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე - თანაგუნდელზე საბოლოო უპირატესობამ 12.3 წამი შეადგინა.

ავსტრალიის რალი
1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, "ფოლკსვაგენი") - 2:59.16,4; 2. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, "ფოლკსვაგენი") - +12,3; 3. კრის მიკი (ბრიტანეთი, "სიტროენი") - +32,6; 4. ანდრეას მიკელსენი (ნორვეგია, "ფოლკსვაგენი") - +38,5; 5. ჰეიდენ პადონი (ახ. ზელანდია, "ჰიუნდაი") - +55,0; 6. ოტ ტანაკი (ესტონეთი, "ფორდი") - +1.38,0; 7. ტიერი ნოივილი (ბელგია, "ჰიუნდაი") - +2.08,3; 8. დანი სორდო (ესპანეთი, "ჰიუნდაი") - +2.15,2...

საერთო ჩათვლა
1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, "ფოლკსვაგენი") - 235 ქულა; 2. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, "ფოლკსვაგენი") - 134; 3. ანდრეას მიკელსენი (ნორვეგია, "ფოლკსვაგენი") - 111; 4. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, "სიტროენი") - 90; 5. ტიერი ნოივილი (ბელგია, "ჰიუნდაი") - 86; 6. კრის მიკი (ბრიტანეთი, "სიტროენი") - 71; 7. ელფინ ევანსი (ბრიტანეთი, "ფორდი") - 63; 8. ოტ ტანაკი (ესტონეთი, "ფორდი") - 62...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული