რალი. მსოფლიოს ჩემპიონატი: ოჟიემ ფინეთში წააგო

AutoSharing Option
ფრანგი სებასტიან ოჟიე შეუჩერებელი იყო სეზონის პირველ ნახევარში - შვიდი ეტაპიდან ხუთი მოიგო. ამან, "ფოლკსვაგენის" მრბოლელს გენერალურ კლასიფიკაციაში უახლოეს მდევართან უპირატესობის 78 ქულამდე გაზრდის საშუალება მისცა.

საინტერესო იყო, შეძლებდა თუ არა ბოლო ორი ჩემპიონატის გამარჯვებული იგივე ტემპის შენარჩუნებას ფინეთის რალიზე, სადაც შარშან იარი-მატი ლატვალასთან დამარცხდა.

მაგრამ ისტორია განმეორდა. ლატვალამ უკვე პარასკევს მოიპოვა პირველი ადგილი, შაბათს კი გაიმყარა ლიდერის პოზიცია და შეინარჩუნა პირველობა კვირის ორ სპეცმონაკვეთზე. ამ წარმატების შემდეგ, ფინელი გენერალურ კლასიფიკაციაში მეორე ადგილზე გადავიდა. მან ისარგებლა იმით, რომ ნორვეგიელმა ანდრეას
მიკელსენმა დისტანცია ვერ დაასრულა. აღვნიშნავთ, რომ ლატვალაც და მიკელსენიც "ფოკსვაგენის" წევრები არიან.

ოჟიემ თანაგუნდელთან 13.7 წამი წააგო, მაგრამ ფინეთში მეორე ადგილმა ფრანგს საერთო ჩათვლაში პოზიციების კიდევ უფრო გამყარების საშუალება მისცა. ეტაპის შემდეგ, ოჟიე ლატვალას 89 ქულით უგებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული