ფორმულა 1: კალენდარი ისევ შეცვალეს

AutoSharing Option
ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ კიდევ ერთხელ შეიტანა შესწორებები მსოფლიოს 2016 წლის ჩემპიონატის კალენდარში.

ახალ ვერსიაში მალაიზიის ეტაპი ოქტომბერში გადაიტანეს, ხოლო საზაფხულო დასვენება ოთხ კვირამდე გაზარდეს, როგორც ამას გუნდები ითხოვდნენ. სეზონი კი არა დეკემბერში, არამედ 27 ნოემბერს აბუ დაბიში გაიმართება.

კორექტირებული კალენდრის მთავარი პრობლემაა - სამი გრან-პრის (სინგაპური, სუზუკა და მალაიზია) ჩატარება სამი კვირის განმავლობაში. გუნდებს გაუჭირდებათ ლოჯისტიკის ამოცანების გადაწყვეტა, რათა უპრობლემოდ ჩაატარონ მიყოლებით სამი ეტაპი.

კალენდრის მორიგ ვერსიას განიხილავენ გუნდებთან და პრომოუტერებთან. შეხვედრა უახლოეს უქმეებზე სინგაპურში მორიგი სარბოლო უქმეების დროს გაიმართება.

2016 წლის კალენდარი:
3 აპრილი ავსტრალია (ალბერტ-პარკი)
10 აპრილი ჩინეთი (შანხაი)
24 აპრილი ბაჰრეინი (საჰირი)
1 მაისი რუსეთი (სოჭი)
15 მაისი ესპანეთი (ბარსელონა)
29 მაისი მონაკო (მონტე კარლო)
12 ივნისი კანადა (მონრეალი)
26 ივნისი ბრიტანეთი (სილვერსტოუნი)
3 ივლისი ავსტრია (რედ ბულ რინგი)
17 ივლისი ევროპა (ბაქო)
31 ივლისი გერმანია (ჰოკენჰაიმი)
7 აგვისტო უნგრეთი (ჰუნგარორინგი)
4 სექტემბერი ბელგია (სპა)
11 სექტემბერი იტალია (მონცა)
25 სექტემბერი სინგაპური (მარინა-ბეი)
2 ოქტომბერი იაპონია (სუზუკა)
9 ოქტომბერი მალაიზია (სეპანგი)
23 ოქტომბერი აშშ (ოსტინი)
30 ოქტომბერი მექსიკა (მეხიკო)
13 ნოემბერი ბრაზილია (ინტერლაგუში)
27 ნოემბერი აბუ დაბი (იას-მარინა)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული