ორი დღის წინ გაფორმდა მემორანდუმი მხარეებს შორის, უბრალოდ, "რენოს" გარკვეული დეტალები დარჩა გასარკვევი ბერნი ექლსტოუნთან. "რენოს" შეფი კარლოს გონი გარანტიას იძლევა, რომ ფრანგები ფორმულა 1-ში მინიმუმ 2024 წლამდე დარჩებიან.
ამასთან, ჯერჯერობით უცნობია - გადავა თუ არა გუნდი "რენოს" ძრავებზე 2016 წლიდან. ინჟინრებს სურთ კიდევ ერთი წლით შეინარჩუნონ "მერსედესის" ძალისმიერი აგრეგატი, რადგან ახალი ბოლიდი სწორედ გერმანული ძრავის გარშემო იქმნება.
რაც შეეხება პილოტებს, პასტორ
ჯენსონ ბატონი ცირკიდან მიდის
იაპონიის გრან-პრის წინ, მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონმა, ბრიტანელმა ჯენსონ ბატონმა, შესაძლოა, ფორმულა 1-ში კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადოს.როგორც ბრიტანული გამოცემა Daily Mail წერს, ბატონსა და მის გუნდს, "მაკლარენს" შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ასე რომ, ეს სეზონი, შესაძლოა, ბოლო გახდეს "სამეფო რბოლებში" ბრიტანელი პილოტისთვის.
შეგახსენებთ, რომ ბატონი ფორმულა 1-ში 2000 წელს მივიდა და დებიუტი ჰქონდა "უილიამსის" ბოლიდით. შემდეგ ის გამოდიოდა "ბენეტონში", "რენოში", BAR-ში, "ჰონდაში" და "ბრაუნ გრან-პრიში", რომელშიც მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ამ წარმატების შემდეგ, ბრიტანელი "მაკლარენში" გადავიდა.
წყაროს ცნობით, ფორმულა 1-დან წასვლის შემდეგ, ბრიტანელი WEC-ის სერიაში გამოვა. იქ მან უკვე გამართა წინასწარი მოლაპარაკებები "პორშესთან".
"აუდი" და "რედ ბული" დაძმობილდნენ
გერმანული კომპანია "აუდის" დირექტორთა საბჭომ გადაწყვიტა - ძრავებით მოამარაგოს ავსტრიული საჯინიბო "რედ ბული".პროექტის ხელმძღვანელობა დაევალა "ფერარის" ყოფილ ხელმძღვანელს სტეფანო დომენიკალის, - ამტკიცებს გამოცემა Auto Bild. მეორე სცენარით, "აუდი" გამოისყიდის გუნდს "რედ ბულისგან". ეს უკანასკნელი კი ჩემპიონატში დარჩება საჯინიბოს სატიტულო სპონსორის რანგში.
იმ შემთხვევაში, თუ "აუდი" ფორმულა 1-ში მივა, ავტომწარმოებელი უარს იტყვის საკუთარ პროექტებზე სხვა სარბოლო სერიებში.
უფრო ადრე, "რედ ბულის" კონსულტანტმა ჰელმუტ მარკომ განაცხადა, რომ გუნდი დატოვებს ჩემპიონატს, თუ ვერ მიიღებს კონკურენტუნარიან ძრავას მომავალი სეზონისთვის. ავსტრიული საჯინიბოს მოლაპარაკებები "მერსედესთან" წარუმატებლად დასრულდა და "რედ ბული", დიდი ალბათობით, უახლოესი ორი წლისთვის "ფერარისთან" გააფორმებს კონტრაქტს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"