წელსაც, სინოპტიკოსები არ გამორიცხავენ წვიმას, თანაც, ტრასა, შესაძლოა, დასველდეს სარბოლო უქმეების სხვადასხვა პერიოდში. ხიფათი, რომელსაც წვიმა იწვევს "სუზუკას" ტრასაზე, ალბათ, ზედმეტ ახსნას არ საჭიროებს.
"სუზუკა" ერთ-ერთ ყველაზე რთულ ტრასად არის მიჩნეული კალენდარში, უპირველეს ყოვლისა, პილოტაჟის მხრივ. ერთადერთი პილოტი პელოტონიდან, ვისაც ამ ტრასაზე ძალები არ მოუსინჯავს - ესპანელი კარლოს საინსია. დანარჩენები
ასევე იაპონური ტრეკის განმასხვავებელი ნიშანია ის, რომ იქ პილოტები არა წრეზე, არამედ "რვიანზე" დადიან. დიახ, "სუზუკაზე" არის ადგილი, როცა ტრასის ერთი ნაწილი მეორის თავზე გადის.
რაც შეეხება ძალთა თანაფარდობას, დარწმუნებით ვერავინ ვერ ამბობს იმას, რომ "მერსედესი" დაიბრუნებს ინიციატივას სინგაპურის გრან-პრის შემდეგ, რომელზეც "ფერარისთან" მიმართებაში, თითო წრეზე სამ (!) წამს აგებდა. რა თქმა უნდა, ჩქაროსნული "სუზუკა" უფრო მეტად "მერსედესს" ერგება, მაგრამ სებასტიან ფეტელმა შესანიშნავი ფორმა აკრიფა, ხოლო იაპონური ტრასა - ერთ-ერთი საყვარელია მისთვის. მოქმედ პილოტებს შორის, გერმანელს აქვს ყველაზე მეტჯერ - ოთხჯერ გაუმარჯვია. მან სხვებზე უკეთ იცის იქაური რთული მოსახვევების გავლა. შემთხვევითი არ არის, რომ სებასტიანს იაპონიაში ოთხჯერ აუღია პოული.
მაგრამ, მეორეს მხრივ, "სუზუკა" თავისი მახასიათებლებით ძალიან ჰგავს "სილვერსტოუნსა" და "სპას". შეგახსენებთ, რომ ამ ტრასებზე "მერსედესმა" დუბლის შესრულება შეძლო.
სუზუკას ტრასა
სიგრძე: 5807 მეტრი
წრეების რიცხვი: 53
რბოლის დისტანცია: 307 კილომეტრი
მოსახვევები: 23 (8 მარცხენა, 10 მარჯვენა)
DRS-ის ზონა: ერთი
უგრძესი სწორი მონაკვეთი: 994 მეტრი
ტრასის რეკორდი: 1:31.540 (რაიკონენი, "მაკლარენი", 2005)
ყველაზე მეტი მოგება: 6 - მიხაელ შუმახერი
უქმეების განრიგი
25 სექტემბერი, 04:55 - I პრაქტიკა
25 სექტემბერი, 08:55 - II პრაქტიკა
26 სექტემბერი, 06:55 - III პრაქტიკა
26 სექტემბერი, 09:50 - კვალიფიკაცია
27 სექტემბერი, 08:50 - რბოლა
საერთო ჩათვლა
1. ლუის ჰემილტონი - 252 (7 მოგება); 2. ნიკო როსბერგი - 211 (3); 3. სებასტიან ფეტელი - 203 (3); 4. კიმი რაიკონენი - 107; 5. ვალტერი ბოტასი - 101; 6. ფელიპე მასა - 97; 7. დანიელ რიკარდო - 73; 8. დანიილ კვიატი - 66; 9. სერხიო პერესი - 39; 10. რომენ გროსჟანი - 38; 11. მაქს ფერსტაპენი - 30; 11. ნიკო ჰიულკენბერგი - 30; 13. ფელიპე ნასრი - 17; 14. პასტორ მალდონადო - 12; 15. ფერნანდო ალონსო - 11; 15. კარლოს საინსი - 11; 17. მარკუს ერიქსონი - 7; 18. ჯენსონ ბატონი - 6.
კონსტრუქტორთა თასი
1. მერსედესი - 463; 2. ფერარი - 310; 3. უილიამსი - 198; 4. რედ ბული - 139; 5. ფორს ინდია - 69; 6. ლოტუსი - 50; 7. ტორო როსო - 41; 8. ზაუბერი - 26; 9. მაკლარენი - 17.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"